მაიაკოვსკის კვალდაკვალ: საერთაშორისო ეკო-ფესტის მონაწილეებმა თბილისი დაათვალიერეს

© photo: Sputnikრიყის პარკი
რიყის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვლადიმერ მაიაკოვსკისადმი მიძღვნილი ფესტივალის მონაწილეები პოეტის საყვარელ ქალაქში იმყოფებოდნენ.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. პირველი საერთაშორისო ეკო-არტ ფესტივალის „ბაღდათის ცა და სულის ეკოლოგია" მონაწილეები, რომელიც ვლადიმერ მაიაკოვსკის დაბადებიდან 125 წლისთავს ეძღვნება, ტურის „მაიაკოვსკის კვალდაკვალ“ ფარგლებში თბილისს ეწვივნენ, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" ორგანიზატორებმა.

ბაღდათში მაიაკოვსკისადმი მიძღვნილი ეკო-არტ ფესტივალი გაიმართება>>>

ფესტივალი პოეტის მშობლიურ ბაღდათში 5 ოქტომბერს გაიხსნა და 11 დღეს გასტანს. ფორუმის მონაწილეები არიან მხატვრები და მსახიობები საქართველოდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და ესტონეთიდან. პროექტის მიზანია ვლადიმერ მაიაკოვსკის შემოქმედებისა და მისი ისტორიული სამშობლოსადმი საერთაშორისო ინტერესის აღორძინება.

„მაიაკოვსკის თბილისი უყვარდა და ნამდვილ მეგობრებთან სტუმრად სიხარულით ჩამოდიოდა ხოლმე, რომლებიც პოეტს თბილად და გულითადად მასპინძლობდნენ. ესენი იყვნენ გალაკტიონ ტაბიძე, ლადო გუდიაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე და სხვები. ძალზე მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ფესტივალის მონაწილეების თბილისში ვიზიტი „თბილისობის“ დღესასწაულს დაემთხვა, რამაც კიდევ უფრო მეტი კაშკაშა ფერები შესძინა მათ შთაბეჭდილებებს, რაც, რაღაც დონეზე, აუცილებლად აისახება სხვადასხვა ქვეყნების მხატვრების, მოქანდაკეების, მწერლებისა და პოეტების შემოქმედებაში, რომლებიც ამ დღეებში ვლადიმერ მაიაკოვსკის სამშობლოს სტუმრობენ“, – განაცხადეს ორგანიზატორებმა. 

ვლადიმირ მაიაკოვსკი პარიზში მეგობრების წრეში - Sputnik საქართველო
ბედისწერით უცნაურად გადაჯაჭვულნი: მაიაკოვსკი, არაგონი, ფარაჯანოვი...

ფესტივალის პროგრამაშია მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის დათვალიერება, პოეტის შემოქმედების გაცნობა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მასტერ-კლასები, სხვადასხვა სათამაშო პროექტი და ვიქტორინა, ლექციები ეკოლოგიაზე, ნამუშევრების გამოფენა, ხალხური სუვენირების, ღვინის, ყველის, ჩურჩხელისა და სხვა ტრადიციული ნაკეთობა–პროდუქტების ბაზრობა. სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ რთველში.

ფესტივალი დასრულდება გალა-კონცერტით ბაღდათისა და იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტების ლიტერატურული, მუსიკალური და თეატრლური სტუდიების მონაწილეობით.

ფორუმის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ საფუძველს დაუდებენ საერთაშორისო ფესტივალის "მაიაკოვსკის კვალდაკვალ" ჩატარებას, რომელიც შემდგომ წლებში გაიმართება გერმანიის, რუსეთის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ქალაქებში, სადაც ცხოვრობდა და გამოდიოდა პოეტი. ფესტივალზე ასევე იგეგმება მაიაკოვსკის კონკურსის დაფუძნება ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში.

პროექტის ორგანიზატორები არიან გერმანიის კრეატიული შემოქმედების სტუდია Gergeo, ქართული კულტურის პოპულარიზაციის ცენტრი ბერლინში „ქართლის დედა", ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განყოფილება.

 

ყველა ახალი ამბავი
0