პლანეტის ყველაზე ლამაზი გოგონები ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ

© Sputnik / Seyran Baroyan "MIss and Mister Planet 2017"
 MIss and Mister Planet 2017 - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო სილამაზის კონკურსის Miss & Mister Planet 2018 მონაწილეები და ორგანიზატორები „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ.

 MIss and Mister Planet 2017 - Sputnik საქართველო
საერთაშორისო კონკურსმა საქართველოში პლანეტის ყველაზე ლამაზი ადამიანები შეკრიბა

შეხვედრა 28 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ Miss & Mister Planet-ის დამფუძნებლები ეკატერინე მგალობლიშვილი და ირინა პაპაზოვა, ასევე კონკურსის რუსეთის, აზერბაიჯანისა და პორტუგალიის მონაწილეები. დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით  Sputnik-ის ანონსში.

კონკურსში Miss and Mister Planet 2018 მსოფლიოს 35 ქვეყნის რეგიონული კონკურსების გამარჯვებულები მონაწილეობენ, მათ შორის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელარუსის, ესტონეთის, ტაჯიკეთისა და ლატვიის წარმომადგენლები. საქართველოს კონკურსზე Miss & Mister Planet-Georgia 2018-ის გამარჯვებულები ნინო გველესიანი და ლუკა თიგიშვილი წარადგენენ.

კონკურსის საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო".

 

ყველა ახალი ამბავი
0