20:02 21 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
 MIss and Mister Planet 2017

საერთაშორისო კონკურსმა საქართველოში პლანეტის ყველაზე ლამაზი ადამიანები შეკრიბა

© Sputnik / Seyran Baroyan
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
შოუ-ბიზნესი და საქართველო (35)
146 0 0

საქართველოს კონკურსზე ნინო გველესიანი და ლუკა თიგიშვილი წარადგენენ.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში საერთაშორისო კონკურსი Miss and Mister Planet-2018 იმართება, რომელშიც მსოფლიოს 35 ქვეყნის რეგიონული კონკურსების გამარჯვებულები მონაწილეობენ, განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკატერინე მგალობლიშვილმა.

სილამაზის კონკურსის ფინალური შოუ სასტუმრო Biltmore Hotel Tbilisi-ში 29 სექტემბერს გაიმართება. კონკურსის საინფორმაციო პარტნიორია საერთაშიორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო".

ნინო გველესიანმა და ლუკა თიგიშვილმა Miss and Mister Planet-ის საგზური მოიპოვეს>>>

საქართველოს კონკურსზე Miss & Mister Planet-Georgia 2018-ის გამარჯვებულები ნინო გველესიანი და ლუკა თიგიშვილი წარადგენენ.

მგალობლიშვილის სიტყვებით, აღნიშნულ კონკურსზე დამარცხებული არ იქნება.

კონკურსანტები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მსოფლიო მოდის კონკურსებზე: Best model of the world (პარიზი), Best global model of the year (პორტუგალია), Miss tourism world (იტალია), Miss model of the world (ჰონგ-კონგი). ამ სამოდელო კონკურსებსა და სილამაზის კონკურსებზე „ნათლობა" მიიღეს ისეთმა მსოფლიო ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან ნაომი კემპბელი, ევა ჰერციგოვა და ა.შ.

კონკურსის ფარგლებში მოდელები საცურაო კოსტიუმებსა და ეროვნულ ტანისამოსში წარდგებიან. ისინი შეხვედრებს გამართავენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ექსკურსიებში, ფოტოსესიებში, დაათვალიერებენ კახეთსა და მცხეთას.

Miss and Mister Planet-ის გამარჯვებულებს ოქროს გვირგვინი, ფულადი ჯილდო ხუთი ათასი ევროს ოდენობით და სხვა ჯილდოები გადაეცემათ.

კონკურსი საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა თბილისში, როცა Miss Planet-ის პრეზიდენტმა ირინა პაპაზოვამ ფინალისთვის კონკურსანტების შეკრება სწორედ თბილისში გადაწყვიტა. მაშინ მხოლოდ „მის პლანეტას" ირჩევდნენ. 2016 წელს კი მგალობლიშვილმა Mister Planet-ის ლიცენზიაც მოიპოვა და ორი კონკურსის პრეზიდენტებმა აღნიშნული ღონისძიებების გაერთიანება გადაწყვიტეს.

 

თემები:
შოუ-ბიზნესი და საქართველო (35)

მთავარი თემები