ვა გიორქო მა: როგორ ისწავლა უნგრელმა მუსიკოსმა მეგრულად სიმღერა

CC BY 2.0 / Pixabay / მუსიკოსი გიტარით
მუსიკოსი გიტარით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მეგრული სიმღერა უნგრელი მუსიკოსისა და ნათია თოდუას შესრულებით აჟღერდა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ვოკალური შოუს The Voice of Germany 2017 გამარჯვებულმა ნათია თოდუამ თავის მეგობარს, გერმანიაში მცხოვრებ მუსიკოსს ბოტის მეგრულად სიმღერა ასწავლა – მათ ერთად შეასრულეს ცნობილი კომპოზიცია „ვა გიორქო მა" („ნუთუ არ გიყვარვარ").

ვიდეო, სადაც ნათია და ბოტი მღერიან ბოტის გიტარის აკომპანემენტით, ნათიამ თავის Facebook-გვერდზე განათავსა.

„მე და ბოტიმ შევასრულეთ ჩვენთვის უსაყვარლესი მეგრული სიმღერა... მისი სურვილი იყო, რომ ესწავლა სიმღერის ტექსტი და გვემღერა ერთად. მადლობა მას ამ პატივისცემისთვის", – დაწერა ნათია თოდუამ.

ვიდეორგოლმა ქსელში მალევე მოიხვეჭა პოპულარობა. ამ დროისთვის ის 37 ათასზე მეტჯერ ნახეს და 750-ჯერ გაიზიარეს.

ნათია თოდუა 1996 წლის 12 მარტს აფხაზეთში, გალის რაიონში დაიბადა, გაიზარდა სოფელ ნაბაკევში, სადაც დაამთავრა სკოლა. თბილისში ნათია გლდანში იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. სწავლობდა თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირების სპეციალობით.

ამ დროისთვის ნათია ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში.

გერმანულ Voice-ში მონაწილეობამდე ნათიამ 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ქართულ X-Factor-ში, ხოლო 2015 წელს – უკრაინულში. ორივე პროექტში ნათია გამორჩეული იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0