ხორვატია უმასპინძლებს აკა მორჩილაძესა და მის რომანს „გასეირნება ყარაბაღში"

© photo: Sputnik / Maxim Bogodvidზაგრები
ზაგრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხორვატ მკითხველს საშუალება ეძლევა, პირადად დაუსვას კითხვა წარმატებული რომანის ავტორს.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თანამედროვე ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის ყველაზე ცნობილი რომანი „გასეირნება ყარაბაღში" ხორვატულ ენაზე ითარგმნა და ზაგრებში გამოიცა. ხორვატებს მწერალთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ, იუწყებიან ორგანიზატორები.

რომანი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ზაგრების გამომცებლობა Hena Com-მა გამოსცა. თარგამნზე მირნა კუბრანიკი მუშაობდა.

წიგნების შეკვრა - Sputnik საქართველო
ქართველი მწერლის რომანი გერმანიაში საუკეთესო წიგნების ტოპ-ათეულში შევიდა

რომანი „გასეირნება ყარაბაღში" უკვე თარგმნილია ინგლისურ, უკრაინულ, ბულგარულ, გერმანულ და ალბანურ ენებზე.

აკა მორჩილაძე ხორვატ მკითხველს 25 სექტემბერს ზაგრების ბარ Vinyl-ში შეხვდება.

რომანი გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს შესახებ მოგვითხრობს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავკასიაში ომები დაიწყო. რომანის მთავარი გმირები სხვადასხვა სიტუაციაში ვარდებიან – შემთხვევით ყარაბაღში მოხვედრილებს ჯერ აზერბაიჯანელები იგდებენ ტყვედ, შემდეგ – სომხები. გადასარჩენად მთავარ გმირს, გიორგის პირველად უწევს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. პირველად სიცოცხლეში, სასიკვდილო საფრთხეში ის სულიერ სიმშვიდესა და თავისუფლებას ჰპოვებს.

რომანის მიხედვით 2005 წელს რეჟისორმა ლევან თუთბერიძემ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.

აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) მრავალი რომანისა და მოთხრობის ავტორია, არის ქართული ლიტერატურული პრემია „საბას" ხუთგზის მფლობელი. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია პოპულარული ფილმები. ავტორი ხშირად მუშაობს დეტექტივის ჟანრში.

 

ყველა ახალი ამბავი
0