ბათუმის კინოფესტივალზე მსოფლიოდან ასზე მეტ ფილმს აჩვენებენ

© photo: Batumi International Art-House Film Festival / FBBIAFF
BIAFF - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორები მაყურებელს საინტერესო პროგრამას ჰპირდებიან

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საავტორო კინოს მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალზე (BIAFF) ბათუმში, რომელიც 16-23 სექტემბერს გაიმართება, 35 ქვეყნიდან ასზე მეტ ფილმს აჩვენებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქართული კინოს 110 წლისთავის საპატივცემულოდ ფესტივალს კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია" გახსნის. ბათუმში ჩამოვლენ კინემატოგრაფისტები აშშ-იდან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირანიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

მელბურნის ხედი Eureka Tower-დან - Sputnik საქართველო
მელბურნის კინოფესტივალზე საქართველო ორი ფილმით წარდგება

წელს ფესტივალი სპეციალურ ჯილდოს კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოპერატორ ლომერ ახვლედიანს გადასცემს.

მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლემეტრაჟიან, ასევე არასაკონკურსო ფილმებს ერას მოედანზე ღია ცის ქვეშ კინოთეატრში უჩვენებენ.

ფილმებს შეაფასებს ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური. ჟიურის თავმჯდომარეა სერგეი რახლინი — ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის წევრი.

BIAFF სამ მთავარ ნომინაციას ითვალისწინებს — საუკეთესო მხატვრული, საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. კინოფორუმის პროგრამაში, ტრადიციისამბერ, ორი კონკურსია: ეროვნული და საერთაშორისო.

საკონკურსო პროგრამის გარდა ფესტივალი მოიცავს მრავალრიცხოვან მასტერ-კლასებსა და სემინარებს.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF 2006 წელს დაარსდა.

ყველა ახალი ამბავი
0