ისრაელის პროექტი თბილისში: ქართველ დიზაინერებს ბაზრობაზე ელიან

გამოწერა
ბაზრობის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ არამარტო შეიძინონ სხვადასხვა დიზაინერის მიერ შექმნილი ნივთები, არამედ დატკბნენ სასიამოვნო მუსიკითა და გარემოთი.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ტრადიციული თელ-ავივის ბაზრობა Market.TLV ქართველ დიზაინერებს, მხატვრებს, ილუსტრატორებს, ფოტოგრაფებსა და ნიჭიერ სტარტაპერებს წელს უკვე მეორედ ეპატიჟება.

Market.TLV-ი თელ-ავივში წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმართება — შემოდგომაზე, ზამთარსა და გაზაფხულზე. ზაფხულში კი იგი სხვადასხვა ქალაქებში ორგანიზებას უწევს მოდის მიმდევრების ისრაელ დიზაინერებთან შეხვედრას.

პრიანკა ჩოპრა - Sputnik საქართველო
Made in Georgia: პრიანკა ჩოპრამ ქართველი დიზაინერის საყურე მოირგო

წელს Market.TLV-ი თბილისში, მულტიფუნქციონალურ ცენტრ „ფაბრიკის" (ნინოშვილის 8) ტერიტორიაზე მაისში გაიმართა. ამჯერადაც ღონისძიება „ფაბრიკაში" გაიმართება და ორი დღე — 22-23 სექტემბერი — გასტანს.

„თუ შენ ხარ ტანსაცმლის, აქსესუარების ან ჩანთების დიზაინერი, ხარ ილუსტრატორი, ფლორისტი, სტარტაპერი ან უბრალოდ გაქვს საინტერესო ნივთები, რომლებიც გინდა ბაზარზე გაყიდო, მაშინ შენ ხელიდან არ უნდა გაუშვა ეს შანსი და მონაწილეობა მიიღო Market.TLV-ში", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ბაზრობის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ არამარტო შეიძინონ სხვადასხვა დიზაინერის მიერ შექმნილი ნივთები, არამედ დატკბნენ სასიამოვნო მუსიკითა და გარემოთი. თბილისში Market.TLV-ის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0