ნინო ქათამაძე ბათუმში 21 აგვისტოს გამოვა

© Sputnik / Levan Avlabreliნინო ქათამაძე
ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტის შემდეგ მომღერალი საზღვარგარეთულ ტურნეს ერევნიდან დაიწყებს

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. პოპულარული ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე თავის დაბადების დღეს, ტრადიციულად, მშობლიურ აჭარაში აღნიშნავს. ეთნო-ჯაზ-დივას წელს 46 წელი უსრულდება.

კონცერტი ბათუმის კლუბ Soho-ში 22:00 საათზე დაიწყება.

ვახტანგ კიკაბიძე - Sputnik საქართველო
ბათუმში 18 აგვისტოს ვახტანგ კიკაბიძის სოლო-კონცერტი გაიმართება

სცენაზე ქათამაძესთან ერთად გამოვლენ მისი უცვლელი ბენდი Insight, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი კვარტეტი. საღამოს სტუმარია ვოკალური სექსტეტი The Quintessence.

ეს ნინო ქათამაძის ერთადერთი საზაფხულო კონცერტი იქნება აჭარაში. შემდეგ ის საგასტროლო ტურნეს იწყებს — პირველი კონცერტი ერევანში 29 სექტემბერს გაიმართება.

ნინო ქათამაძე 1972 წლის 21 აგვისტოს ქობულეთში დაიბადა. პირველად სცენაზე ოთხი წლის გამოვიდა. 1990 წელს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალურ განყოფილებაზე ჩაირიცხა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ჯგუფთან ერთად გამოდიოდა და მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში.

პროფესიული კარიერა ჯგუფ Insight-თან ერთად ქათამაძემ 1999 წელს დაიწყო. მომღერალი ასრულებს ჯაზის, ბლუზის და world music-ის სინთეზს, მალე მიაღწია წარმატებას როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპაში. ქათამაძე ხშირად მართავს სოლო-კონცერტებს რუსეთში. ქათამაძის მუსიკა ჟღერს კინოფილმებში "ვაშლი", "ინდი", "ქალთევზა", "გზატკეცილი М8" და სხვა.

ნინო ქათამაძე საქართველოს, რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მუსიკალურ ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0