ბორჯომში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი PlusEmotion გაიმართება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბორჯომის პარკის ცენტრალურიუ შესასვლელი
ბორჯომის პარკის ცენტრალურიუ შესასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში წელს ელექტრონული მუსიკის რამდენიმე ფესტივალი გაიმართება: ანაკლიაში, ბორჯომსა და ბახმაროში

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი PlusEmotion ბორჯომში 17-19 აგვისტოს პირველად ჩატარდება.

ფესტივალი ბორჯომის ცენტრალურ პარკში, აუზებთან გაიმართება. მისი მიზანია საქართველოს რეგიონებში ელექტრონული მუსიკის განვითარება და ქვეყნის ბუნების პოპულარიზება.

განმუხური - Sputnik საქართველო
ფესტივალი ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავებს შეკრებს

ქართულ ელექტრონულ მუსიკას ფესტივალზე წარმოადგენენ Sophie Hallen, Fȿkeri, Dream Machine Records, Yanamaste, Boyd Schidt, L8, DJ Tomwildculture B2B Cillian და სხვა. ფესტივალის ლაინ-აპი მალე უცხოელი მუსიკოსებითაც შეივსება.

PlusEmotion 17 აგვისტოს ღამის 02:00 საათზე დაიწყება. ღონისძიების კონცერტების სერია უქმეებზე 8 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფესტივალზე იმოქმედებს ასაკობრივი და ფეისკონტროლი. ბილეთები სახელობითია, ამიტომ ფესტივალის სტუმრებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობ9ის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ღონისძიების ორგანიზატორები სტუმრებს სთხოვენ, პარკის ტერიტორია არ დაანაგვიანონ და არ მიიტანონ საკვები და სასმელი. პარკში გახსნილი იქნება კემპინგ-ზონა.

"ისიამოვნეთ დადებითი გარემოთი, დაისვენეთ, იცეკვეთ, გაიღიმეთ და დამეგობრდით", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0