23:52 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
პრიანკა ჩოპრა

Made in Georgia: პრიანკა ჩოპრამ ქართველი დიზაინერის საყურე მოირგო

CC BY-SA 2.0 / celebrityabc / Priyanka Chopra Plastic Surgery
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროს იპყრობენ (64)
139 0 0

მსახიობმა პრიანკა ჩოპრა ნათია ხუციშვილის მიერ შექმნის „დრაკონის" საყურეებს უსაყვარლესი უწოდა.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ინდოელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი პრიანკა ჩოპრა (Priyanka Chopra) ჟურნალ Harper's Bazaar-ის გარეკანზე ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი საყურეებით გამოჩნდა.

 

პრიანკა ჩოპრა „მის მსოფლიო 2000"-ის გამარჯვებულია. 2015 წლიდან ამერიკულ ტელესერიალ „კუანტიკოში" მთავარ როლს ასრულებს. არის ეროვნული კინოპრემია Filmfare Awards-ისა და ინდოეთის კინემატოგრაფიული ჯილდოების მფლობელი. 2016 წელს წარდგენილი იყო ქვეყნის სახელმწიფო პრემიაზე.

ექსკლუზიური ქმნილების — დრაკონის ფორმის მოოქროვილი საყურე — ავტორი აქსესუარების დიზაინერი ნათია ხუციშვილია. ამ შემთხვევაში საყურე ორი ქართველი დიზაინერის კოლაბორაციაა: ნათია ხუციშვილმა ორიგინალური ნივთი პოპულარული ქართველი დიზაინერის, ლაკო ბუკიას კოლექციისთვის შექმნა.

ფოტოსესიის ვიდეოკადრებში პრიანკა ჩოპრამ „დრაკონის" საყურეებს უსაყვარლესი ნივთი უწოდა.

თემები:
ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროს იპყრობენ (64)

მთავარი თემები