მელბურნის კინოფესტივალზე საქართველო ორი ფილმით წარდგება

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიმელბურნის ხედი Eureka Tower-დან
მელბურნის ხედი Eureka Tower-დან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალზე ანა ურუშაძისა და რატი წითელაძის ნამუშევრები მონაწილეობს

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ქართველი რეჟისორების ორ ფილმს აჩვენებენ საერთაშორისო კინოფესტივალზე Melbourne International Film Festival 2018 (MIFF), რომელიც ავსტრალიაში 2-19 აგვისტოს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.

ქართული კინოს ტრიუმფი: პეკინში ოთხი მთავარი პრიზი ქართველებს გადაეცა >>

მელბურნში აჩვენებენ ანა ურუშაძის ფილმს „საშიში დედა“ და რატი წითელაძის მოკლემეტრაჟიან ფილმს „სოციუმის პატიმარი“.

ჯინო - Sputnik საქართველო
ქართულმა 3D ფილმმა კალიფორნიაში კინოფესტივალი დაიპყრო

ანა ურუშაძის ნამუშევარს მაყურებელი 7 და 12 აგვისტოს ნახავს რატი წითელაძის მოკლემეტრაჟიან ფილმს — 9 და 17 აგვისტოს.

„სოციუმის პატიმარი“ — საქართველოს და ლატვიის კოპროდუქციაა. ფილმის ქრონომეტრაჟია 15 წუთი. ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალია, რომელიც შუაზე იხლიჩება მშობლებსა და მის მიმართ მათ მოლოდინებს შორის, ასევე საზოგადოებაში მზარდ დაძაბულობას შორის, რომელიც გამოწვეულია საქართველოში ლგბტ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ევროპულმა კინოაკადემიამ წითელაძის ფილმი ნომინანტების სიაში შეიყვანა კატეგორიაში „საუკეთესო ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმი“, ეს წარმატება წითელაძეს საშუალებას აძლევს, მიიღოს კვალიფიკაცია ამერიკული კინოაკადემიის „ოსკარი 2019“ პრემიაში მონაწილეობაზე.

„საშიში დედა“ მრავალი ჯილდოს მფლობელია, რეჟისორი ანა ურუშაძე ევროპის 2018 წლის საუკეთესო რეჟისორი ქალების ათეულში მოხვდა. 

ანა ურუშაძე ევროპის გამოჩენილ ქალ-რეჟისორთა ათეულში მოხვდა >>

დრამა „საშიში დედა" 50 წლის ქართველი დედის, დიასახლისი მანანას ცხოვრებას აღწერს. ქალი დილემის წინაშე დგას – მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და მწერლობის მგზნებარე გატაცებას შორის, რომელსაც ის თავის თავში წლების განმავლობაში იკლავდა და რომელშიც თავისი ცხოვრების აზრს პოულობს. მანანა გადაწყვეტს გადაეშვას ამ ვნებაში, მთლიანად დაიხარჯოს მასში — გონებრივადაც და ფიზიკურადაც. ფილმი მორალური ნორმებისა და სოციალური პასუხისმგებლობის თემას ეხება. დრამაში მთავარ როლს ნატო მურვანიძე ასრულებს.

ავსტრალიური კინოფესტივალი თანამედროვე მსოფლიო კინემატოგრაფიის საუკეთესო ფილმებს აჩვენებს. მელბურნის საერთაშორისო ფესტივალი, ისევე როგორც კანის და ბერლინის კინოფესტივალები, ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და 1952 წლიდან ტარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0