პატრიარქი რობერტ სტურუას იუბილეს ულოცავს

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsრობერტ სტურუა
რობერტ სტურუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეჟისორის მოღვაწეობა 100-ზე მეტ სპექტაკლს და მრავალ საერთაშორისო ჯილდოს ითვლის

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ცნობილ ქართველ რეჟისორს რობერტ სტურუას 80 წლის იუბილეს ულოცავს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„თანამედროვე საქართველოს დიდებული მოქალაქე, სრულიად გამორჩეული და განსხვავებული სახელობითი აზროვნების პიროვნება, რომელმაც ქვეყნის სახელი მსოფლიო დონეზე აღამაღლა, დღეს 80 წლის გახდა. ვულოცავთ ბატონ რობერტ საიუბილეო თარიღს და მადლობას ვუხდით სამშობლოს მსახურებისთვის“, — ნათქვამია მისალოც წერილში.

რობერტ სტურუა - Sputnik საქართველო
რობერტ სტურუა – კაცი, რომელიც საკუთარ ცხოვრებას თხზავს

რობერტ სტურუა, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი, 1938 წლის 31 ივლისს თბილისში დაიბადა. რეჟისორის  მოღვაწეობა  100-ზე მეტ სპექტაკლს და მრავალ საერთაშორისო ჯილდოს ითვლის, მათ შორის ალბერტ შვეიცერის სახელობის პრემია, ინგლისური კრიტიკის პრემია, არგენტინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია, ფესტივალ „ბალტიური სახლის" მთავარი პრემია და ა.შ.

სტურუას ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი — ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“  XX საუკუნის საუკეთესო სპექტაკლების კრებულშია შესული, ლონდონის „რივერსაიდ სტუდიაში“ დადგმული „ჰამლეტი“ კი შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ, ბოლო 50 წლის განმავლობაში შექმნილ ათ საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა. 

ეს მაესტრო რობერტ სტურუაა >>

სტურუას ორი მუდმივი თანაავტორი ჰყავს: მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი და კომპოზიტორი გია ყანჩელი. რეჟისორი ბევრს მუშაობს საზღვარგარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში დადგმული აქვს შექსპირის, სოფოკლეს, მოლიერის, ჩეხოვის, ბრეხტის პიესები.


ყველა ახალი ამბავი
0