ცეკვები, სიმღერები და ღვინო: საქართველოში მიუზიკლ „საქართველოს" გადაიღებენ

© FB / SakartveloMovieფილმ "საქართველოს" გადაღებებზე
ფილმ საქართველოს გადაღებებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუზიკლში ნაჩვენები იქნება არამარტო ქართული ტრადიციები, არამედ ქვეყნის ულამაზესი ადგილები

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოში მუსიკალური მხატვრული ფილმ „საქართველოს" გადასაღებად ემზადებიან, რომელიც ქართული ცეკვების, სიმღერებისა და ღვინის ისტორიაზე მოგითხრობთ.

გოგონა, რომელიც ტირის - Sputnik საქართველო
ძალადობა ქართულ-ლიტვური ფილმის მთავარი თემა გახდება

მიუზიკლის რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძეა, სცენარი კი ნიკოლოზ ხომასურიძესა და ლაშა კანკავას ეკუთვნის. ფილმის წარმოებაზე კინოსტუდია Lost Legends-ი მუშაობს.

ფილმში მონაწილეობის მისაღებად 15 წლიდან ასაკის მოცეკვავეების, შემსრულებლებისა და მსახიობებისთვის კასტინგი მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება. შესარჩევი ტურები რამდენიმე ქალაქში უკვე გაიმართა.

მიუზიკლის ერთ-ერთი მთავარი გადასაღები მოედანი გახდება ღვინის მწარმოებელი შატო ზეგაანი, რომელიც შუაგულ კახეთში მდებარეობს. 1820 წელს სამეღვინეო ადგილ-მამული XIX საუკუნის დიდი პოლიტიკური და კულტურული მოღვაწისა და ქართული კულტურული მეღვინეობის ფუძემდებლის, თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ იქნა მოწყობილი. პარკი, რომელშიც ზეგაანის მამული მდებარეობს, ამ დრომდე მშვენივრად არის შემონახული. 1998 წლიდან შატო ზეგაანი კერძო საკუთრებაა. დღე საქართველოსთვის უნიკალურ XIX საუკუნის სამეღვინეო ციხესიმაგრის კედლებში ადგილობრივი მეღვინეების მოსავლისგან ღვინოს აწარმოებენ, რომელსაც თავადი ჭავჭავაძისდროინდელ ღვინის სარდაფებში ინახავენ.

მიუზიკლის გადასაღებად კიდევ ერთ ლოკაციად ახმეტის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორია შეირჩა.

გარდა ამისა, გადასაღებად ასევე შეირჩა დადიანების სასახლე ზუგდიდში, "ანბანის" კოშკი ბათუმში, მამისონის უღელტეხილი რაჭაში და ქალაქი ხვამლი ლეჩხუმში.

ფილმი "საქართველო", სავარაუდოდ, 2019 წლის თებერვალში გამოვა.

ყველა ახალი ამბავი
0