ძალადობა ქართულ-ლიტვური ფილმის მთავარი თემა გახდება

© Pixabay / sasintგოგონა, რომელიც ტირის
გოგონა, რომელიც ტირის - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ლიტვაში კონკურსი მოიგეს და ოჯახში ძალადობაზე ფილმს გადაიღებენ.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. რეჟისორ დათო აბრამიშვილის ქართული ფილმი „ინგას" პროექტი ლიტვური კინოფონდის ფავორიტი გახდა, იუწყება საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.

კადრი ფილმიდან „რვა წუთი“ - Sputnik საქართველო
ქართული ფილმი-აპოკალიფსი ტოკიოს ფესტივალის პროგრამაში მოხვდა

სურათმა კინოპროდუქციისთვის პროექტების ფორუმში გაიმარჯვა. ქართულ პროექტთან ერთად კონკურსში მონაწილეობდა 35 სცენარი. ფილმი ეხება ქალებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე და ბავშვებზე ძალადობას.

ფილმის გადაღებების დაწყება სექტემბერში იგეგმება. დათო აბრამიშვილთან ერთად იმუშავებს მეორე რეჟისორი — გიორგი გოგიჩაიშვილი. რეჟისორების ამ დუეტმა გადაიღო წარმატებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთი", რომელმაც საერთაშორისო კინოფესტივალებზე დადებითი შეფასებები მიიღო.

„ინგა" საქართველოს, ლიტვისა და ლუქსემბურგის კოპროდუქციაა.

სურათის სცენარზე მუშაობდნენ მარი ბექაური და ზაზა კოშკაძე. მთავარ როლებს შეასრულებენ ანა ბებია და ზურაბ გაბუნია.

 

ყველა ახალი ამბავი
0