ექსტრავაგანტული ჯაზ-მომღერალი თეონა კონტრიძე ბათუმში იმღერებს

© FB / Teona Kontridze & Bandთეონა კონტრიძე კონცერტზე
თეონა კონტრიძე კონცერტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უზომოდ ენერგიული შემსრულებელი ბათუმის ერთ-ერთ კლუბში წარდგება

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ერთ-ერთი ყველაზე არაორდინარული და ემოციური ჯაზ-მომღერალი თეონა კონტრიძე ბათუმში 18 აგვისტოს სოლო-კონცერტს გამართავს, იუწყებიან ორგანიზატორები.

Led Zeppelin-ის სოლისტმა სცენაზე ცეცხლი დაანთო >>

ჯაზ-ფანკის ვარსკვლავი თავის ბენდთან ერთად კონცერტს ბათუმის ძველ ბულვარში კლუბ UP2U-ში გამართავს. საღამოს დასაწყისი 22:00 საათზე იწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია კლუბის სალაროში და ონ-ლაინ — ვებგვერდზე tkt.ge.

თეონა კონტრიძე დაიბადა თბილისში, მუსიკალურ ოჯახში. მღეროდა ლეგენდარულ ანსამბლ „მზიურში“. სოლო-კარიერა დაიწყო კომპოზიციით Just do it, რომელიც მას სოსო პავლიაშვილმა აჩუქა. ეს სიმღერა დღესაც თეონას სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. შემდეგ იყო სწავლა გნესინების სახელობის მუსიკალური სასწავლებელი მოსკოვში, სოლო კონცერტები მოსკოვის კლუბებში და გამარჯვებები საერთაშორისო კონკურსებზე.

თეონა კონტრიძე შესანიშნავად უკრავს ფორტეპიანოზე, დრამზე, სოლო და ბას-გიტარაზე. თეონა კონტრიძის ბენდი მღერის ერთ სცენაზე ისეთ მსოფლიო არტისტებთან ერთად, როგორიცაა Bryan Ferry, Goran Bregovich, Eros Ramazzotti, Marchiba, Cirque du Solei, De Phazz და სხვ. ბენდის საგასტროლო განრიგი მოიცავს ბერლინს, ვენას, ნიცას, სან-ტროპეს, გარდის და კომოს ტბებს, მონაკოს, პარიზს და სხვ.


ყველა ახალი ამბავი
0