შორს სტრესი: თბილისში სიცილის ფესტივალი გაიმართება

გამოწერა
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დეპრესიასთან ბრძოლის ხერხს - სიცილის თერაპიას სთავაზობენ.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თბილისის მთაწმინდის პარკი 21 ივლისს ყველაზე პოზიტიურ და კეთილ ფესტივალს — სიცილის ფესტივალს უმასპინძლებს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" პარკის Pr-მენეჯერმა ეთო გიგიაძემ.

ფერთა ზეიმი - Sputnik საქართველო
ლაგოდეხში ფერების ფესტივალი გაიმართება

სიცილის ფესტივალი 16:00 საათიდან 19:00 საათამდე გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„სიცილის ფესტივალი უკვე მესამედ ტარდება, ხოლო მთაწმინდის პარკი მას ზედიზედ მეორედ მასპინძლობს. სტუმრები სამი საათის განმავლობაში შეძლებენ მონაწილეობას სპეციალურ სიცილის თერაპიაში, რომელიც ასე აუცილებელია ყველასთვის", — აღნიშნა გიგიაძემ.

ფესტივალის წამყვანი იქნება სიცილის იოგის სპეციალისტი (Laughter yoga) მაგნო შავდია. ის ფესტივალის სტუმრებს დაეხმარება პოზიტიურ განწყობაზე გადასვლასა და სტრესთან გამკლავებაში. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება კოსტიუმირებული მსვლელობა და მუსიკოსების გამოსვლა.

სიცილის იოგა მთელ მსოფლიოში იხვეჭს პოპულარობას. თერაპიის ეს სახეობა განსაკუთრებით პროდუქტიულია დეპრესიასთან ბრძოლაში და იმუნიტეტის ასამაღლებლად.

ყველა ახალი ამბავი
0