თელავში უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / M. Yurchenko / გადასვლა მედიაბანკშითელავი
თელავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თელავის მერიამ არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად 20 ათასი ლარი გამოყო.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თელავში  მეშვიდე-მერვე საუკუნეებით დათარიღებულ უნიკალურ ნაგებობას მიაკვლიეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).

ქვევრი - Sputnik საქართველო
თბილისის ერთ–ერთი სახლის სარდაფში სხვადასხვა ზომის უძველესი ქვევრები აღმოაჩინეს

ნაპოვნია ბრინჯაოს ხანის კერამიკის ნაკეთობები. აღმოჩენილია კოშკები, რომლებსაც  იმ პერიოდში თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა. სპეციალისტებმა  გალავნის ფრაგმენტებსაც მიაკვლიეს. 

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ თავის დროზე თელავში ეს ადგილი სტრატეგიულად გამორჩეული იყო და ქალაქის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა.

სამუშაოების ჩასატარებლად თელავის მერიამ 20 ათასი ლარი გამოყო.

ყველა ახალი ამბავი
0