საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორის ახალი კრებული Amazon.com-ზე გამოჩნდა

მედიაზე სახელისუფლო ზეწოლა გამორიცხულია
გამოწერა
საქართველოში კრებულის ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია რამდენიმე თვის წინ წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. პოეტ დავით მაღრაძის ახალი კრებული „ნაფეხურები წყალზე“ Amazon.com-ზე იყიდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წიგნი საგამომცემლო სახლ Rare Bird Books-ს ეკუთვნის და მისი თარგმანის პრეზენტაცია მალე ნიუ-იორკში, წიგნის მაღაზიის Barnes and Noble-ის ისტორიულ შენობაში, 2289 Broadway-ზე გაიმართება.

კოკა კობალაძე - Sputnik საქართველო
გახარია: პოეტ კოკა კობალაძის ცემის ფაქტზე ოთხი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

საქართველოში კი კრებულის ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია რამდენიმე თვის წინ წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმში გაიმართა.

კრებული ვებგვერდზე 10 ივლისიდან იყიდება. მისი შეძენა 19.99 დოლარადაა შესაძლებელი.

დავით მაღრაძე საქართველოს ახლანდელი ჰიმნის ტექსტის ავტორია. 

მარტში პოეტი დავით მაღრაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

დავით მაღრაძე ნობელის პრემიის ნომინანტი ლიტერატურაში 2011 წელსაც იყო. 

დავით მაღრაძე - Sputnik საქართველო
დავით მაღრაძე ნობელის პრემიაზეა წარდგენილი

ქართველი პოეტის შემოქმედებას განსაკუთრებით კარგად იცნობენ იტალიაში. იტალიის ქალაქ კალაბრიაში ის დაჯილდოებულია პრემიით „ანასილაოსი" და პრემიით „ზინგარი". რომში დავით მაღრაძეს ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა, რომელიც „პოეტური გამოცემული კრებულის" კატეგორიაში იყო დაწესებული. იგი ასევე ლაურეატია „დონ ლუიჯი დილიეგროს" საერთაშორისო პრემიისა. პოეტს რომში თანამედროვე ხელოვნების აკადემიამ წიგნისთვის „ექო" „ჯაკომო ლეოპარდის პირველი პრემია" – ოქროს მედალი გადასცა. ასევე დავით მაღრაძეს დიდი იტალიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, კლასიკოსის სალვატორე კვაზიმოდოს საერთაშორისო პრემია გადაეცა ნომინაციაში „ლიტერატურაში განსაკუთრებული ღვაწლისათვის".


ყველა ახალი ამბავი
0