საქართველოში ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილეს აღნიშნავენ

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშინოდარ დუმბაძე
ნოდარ დუმბაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მწერლის მშობლიურ სოფელში გამართულ ღონისძიებაზე ახალგაზრდა ავტორები ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებიდან ფრაგმენტებს წაიკითხავენ.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ნოდარ დუმბაძის მშობლიურ სოფელ ხიდისთავში მწერლის 90 წლის იუბილეს აღნიშნავენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

იუბილეზე მწერლის ნაწარმოებების ფრაგმენტებს ახალგაზრდა ავტორები წაიკითხავენ.

ყველა თაობის საყვარელი მწერალი ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს თბილისში დაიბადა. მამა — ვლადიმერ დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი იყო, დედა კი, ანა ბახტაძე – დიასახლისი.

წიგნიდან ამოსული მზე - Sputnik საქართველო
„სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი“...

1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დახვრიტეს, ხოლო დედა გადაასახლეს. 9 წლის ნოდარმა ორივე მშობელი დაკარგა. მან სიჭაბუკის წლები მშობლიურ გურიაში, სოფელ ხიდისთავში გაატარა, სტუდენტობის წლებში კი კვლავ თბილისს დაუბრუნდა.

1984 წლის აგვისტოში 57 წლის მწერალს მესამე ინფარქტი დაემართა. საუბარი უჭირდა, თუმცა მნახველებს მაინც გულიანად აცინებდა. ნოდარ დუმბაძე 1984 წელს გარდაიცვალა. თავდაპირველად საბავშვო ქალაქ „მზიურში“ დაკრძალეს, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

ნოდარ დუმბაძემ პირველი ლიტერატურული წარმატება საბავშვო პოეზიაში მოიპოვა. მწერალს პოპულარობა თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა მოუტანა, მან გულიანად აცინა და კიდეც ატირა მკითხველი. ერთი ამოსუნთქვით, ცრემლიანი ღიმილით იკითხება მისი ნაწარმოებები „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მე ვხედავ მზეს“, „მზიანი ღამე“, „მარადისობის კანონი“, „თეთრი ბაირაღები“. დუმბაძის ოთხი რომანი პიესებად გადაკეთდა და დაიდგა საქართველოსა და უცხო ქვეყნების სცენებზე, აგრეთვე შეიქმნა მისი რომანების ეკრანიზაციებიც.

 

ყველა ახალი ამბავი
0