გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი სოსო ლაღიძე

გამოწერა
სოსო ლაღიძე რუსთაველის თეატრში 1959 წლიდან მოღვაწეობდა.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. რუსთაველის თეატრის მსახიობი სოსო ლაღიძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მსახიობის შვილი, ანი ლაღიძე ავრცელებს.

„დაგვტოვა ულამაზესმა, ღირსეულმა, კეთილშობილმა მამამ,…რუსთაველის თეატრის სახე — სოსო ლაღიძე“, — წერს ანი ლაღიძე.

სოსო ლაღიძე დაიბადა 1936 წლის 21 იანვარს, სამტრედიაში. 1955 წელს დაამთავრა თბილისის მე–3 საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა შოთა  რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. რუსთაველის თეატრში 1959 წლიდან მოღვაწეობდა. აღსანიშნავია მისი როლები: ვეფხია ხალიბაური („ამბავი სიყვარულისა“), უფლისწული („სიბრძნე სიცრუისა“), ზაზა ნაკაშიძე („საბრალდებო დასკვნა“), გერა („გვადი ბიგვა“), გოგი („კავკასიური ცარცის წრე“), გრეი („რიჩარდ III“), ნიკოლოზ II („კვაჭი კვაჭანტირაძე“), საფრანგეთის მეფე („მეფე ლირი“), როსსი („მაკბეტი“). განსაკუთრებით დასამახსოვრებელია სოსო ლაღიძის მიერ შესრულებული გაბრიელის როლი ფილმში „ლონდრე“.


ყველა ახალი ამბავი
0