„არტ-გენის“ სტუმრებს საბრძოლო შოუს წარუდგენენ

© Sputnik / Igor Astakhovშავფაროსნები
შავფაროსნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული საბრძოლო ხელოვნების შოუ ევროპელ მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნების" საბრძოლო შოუს ყველაზე მასშტაბური ფესტივალ „არტ-გენის“ მაყურებელი შაბათს იხილავს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

„შავფაროსნების“ გამოსვლამდე გიორგი ჩიტაძის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 22:30 საათზე ჯგუფი „რეგგეონი“ (Reggaeon) იმღერებს.

„შავფაროსნების“ სახელწოდება მომდინარეობს ქართველი მეომრების ტრადიციული რაზმებისგან. მტრის შემოსევის დროს, როდესაც ქართული მცირერიცხოვანი ჯარი ურიცხვ მტერთან პირდაპირ შებმას ერიდებოდა, ქართველები პარტიზანულ ბრძოლას აჩაღებდნენ. პარტიზანთა ჯგუფებს მტერზე იერიში ძირითადად ღამე მიჰქონდათ. პარტიზანთა რაზმის წევრები ფარებს შავად ფერავდნენ, რათა მთვარის შუქი არ არეკლილიყო და მტრისთვის შეუმჩნევლები დარჩენილიყვნენ. ამიტომ მათ შავფაროსნებად მოიხსენიებდნენ.

საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის აღსაზრდელები სხვადასხვა იარაღის ფლობის და ხელჩართული ბრძოლის ხელოვნებას წარმოადგენენ. ფესტივალის სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ მასტერ-კლასში, რომელიც „შავფაროსნებმა“ მოამზადეს.

„არტ-გენი - Sputnik საქართველო
„არტ-გენი" - ხალხური ფესტივალის პროგრამა

„შავფაროსნების“ ქართული საბრძოლო ხელოვნების შოუმ უკვე არაერთხელ გააოცა ევროპელი მაყურებელი, მათ შორის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალზე რომში Natale di Roma-ზე და დუბლინის ფესტივალზე ირლანდიაში.

„არტ–გენი“ მაღალმთიან სოფელ ქედაში 22 ივნისს გაიხსნა. შემდეგ კონცერტები გაიმართა ლანჩხუთში, წყალტუბოში, ცაგერში.

ფესტივალის თბილისური ნაწილი 15 ივლისს დასრულდება.

© Sputnik / Igor Astakhov„შავფაროსნების“ შოუ
Шавпароснеби - Черные щиты - Sputnik საქართველო
„შავფაროსნების“ შოუ

ფესტივალი 2004 წელს დაარსდა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 30-40 ათასი ადამიანი სტუმრობს. ფესტივალის მთავარი მიზანია ფოლკლორის, ხალხური რეწვის, ზეპირსიტყვიერებისა და ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაცია. 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0