GEM Fest–ი არ ჩატარდება – რაში ადანაშაულებენ ორგანიზატორები ეკონომიკის სამინისტროს

© photo: Sputnik / Tinatin BukiaGEM Fest 2017
GEM Fest 2017 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზატორები ფესტივალის თაყვანისმცემლებს პირობას აძლევენ, რომ მომავალში ოთხ გრანდიოზულ პროექტს განახორციელებენ

თბილისი,  12 ივლისი — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM Fest–ის ორგანიზატორებმა ამ ზაფხულს ღონისძიების გაუქმების შესახებ განაცხადეს, რაშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაადანაშაულეს. 

ანაკლიის ხიდი - Sputnik საქართველო
რამდენად ჩაანაცვლებს Anaklia Echowaves-ი GEM Fest-ს

GEM Fest–ის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ სამინისტროს  ოფიციალური წერილით ორჯერ მიმართეს, რომელშიც კერძო ტერიტორიაზე ფესტივალის გამართვის ნებართვის მიღებას ითხოვდნენ, თუმცა, პასუხი უწყებიდან ამ დრომდე არ მიუღიათ.

 „რამდენად სამართლიანია ეს პროექტის მიმართ,  რომელმაც ანაკლია მსოფლიო ტურისტულ და საფესტივალო რუკაზე დაამკვიდრა, საზოგადოებამ და ისტორიამ განსაჯოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის რაც გვაქვს – ტერიტორია,  სადაც წლები „ჯემ ფესტი“ ტარდებოდა და სადაც 9-12 აგვისტოს ფესტივალი უნდა გამართულიყო, ჩვენს გარეშე იქნება ამ ზაფხულს“, – ნათქვამია ღონისძიების  Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ივლისის დასაწყისში, დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაშიც კი, საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად დრო საკმარისი არ იქნება.

GEM Fest–ის ორგანიზატორები იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ბილეთები წინასწარ, ფესტივალის გამართვის კონკრეტული თარიღის გამოცხადებამდე შეიძინეს,  გადახდილი თანხის დაბრუნებას ჰპირდებიან. იმისთვის, რომ თანხა უკან დაიბრუნონ, აუცილებელია ელექტრონულ მისამართზე Refundgemfestticket@gmail.com ბილეთის ფოტოს, მყიდველის მონაცემების გაგზავნა და ბილეთის შეძენის ადგილის მითითება. 

განმუხური - Sputnik საქართველო
ანაკლია GEM Fest-ის გარეშე: კონცერტების ჩატარებას Black Sea Arena-ს გუნდი ითავებს

ამასთან, ორგანიზატორები ფესტივალის თაყვანისმცემლებს პირობას აძლევენ, რომ 2019 წელს ოთხ გრანდიოზულ პროექტს განახორციელებენ.

 „ივნისის თვეში ჩვენ მივიღეთ წინადადება საერთაშორისო, გლობალური ბლოკჩეინ პროექტისგან მხარი დაუჭიროს ჩვენს GEM–ოჯახს და დააფინანსოს 4 გრანდიოზული ღონისძიება, იანვარში, მაისში, აგვისტოსა და ოქტომბერში, რომლებიც გაიმართება როგორც საქართველოში,

ასევე მის ფარგლებს გარეთაც“, – ნათქვამია განცხადებაში.

ღონისძიების დეტალების შესახებ ინფორმაცია ცნობილი ახლო მომავალში გახდება.

 „გპირდებით,  რომ 2019 წელს ჩვენ ავაფეთქებთ ხმაურიანად და პირდაპირ ახალ წელს დავიწყებთ იანვარში“, – არწმუნებენ ფესტივალის ორგანიზატორები თაყვანისმცემლებს.

მანამდე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ორგანიზატორებს უარი უთხრა მიწის ნაკვეთის იჯარაზე, სადაც ტრადიციულად ტარდებოდა GEM Fest–ი. მიუხედავად ამისა, ფესტივალის ორგანიზატორებმა ბილეთების გაყიდვა მანამდე დაიწყეს, სანამ GEM Fest–ის ჩატარების ადგილი და თარიღი გახდებოდა ცნობილი. ამან ბევრი კითხვა გააჩინა მოქალაქეებში, რომლებმაც უკვე შიძინეს ან აპირებდნენ ბილეთების შეძენას.

თავის მხრივ, ორგანიზატორებმა დაარწმუნეს საზოგადოება, რომ ფესტივალი აუცილებლად გაიმართებოდა  ანაკლიაში, მაგრამ კერძო ტერიტორიაზე. ორგანიზატორებმა შემსრულებელთა სიაც, ე.წ. ფესტივალის ლაინაპი გამოაქვეყნეს და კვლავ დაიწყეს ბილეთების შეძენა. 

ამასთან, 23–26 აგვისტოს  ანაკლიაში ახალი ფესტივალი – Anaklia Echowaves–ი გაიმართება. ანაკლიაში 150–ზე მეტ არტისტს  ელოდებიან.


ყველა ახალი ამბავი
0