12:53 20 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0369
  • 100 RUB4.0356
  • USD2.6593
კინოთეატრი „მოსკოვი. Golden Apricot

ერევანში ფესტივალზე Golden Apricot ქართულ ფილმებს აჩვენებენ

© photo: Sputnik / Arpi Beglaryan
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (86)
104 0 0

კინოფესტივალზე „დედეს“ წარმოადგენენ სამშაბათს, ხოლო „სუსას“ – ოთხშაბათს

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ერევანში, საერთაშორისო კინოფესტივალზე Golden Apricot („ოქროს გარგარი“) თანამედროვე ქართულ კინოს უჩვენებენ. ფესტივალი 8–15 ივლისს იმართება.

კინოჩვენების, რომელიც უკვე 15 წელია, მიმდინარეობს დევიზით „კულტურათა და ცივილიზაციების გზაჯვარედინი“, საპატიო სტუმრები წელს არიან ცნობილი იტალიელი რეჟისორი–დოკუმენტანლისტი ჯანფრანკო როზი და ამერიკელი რეჟისორი დარენ არონოფსკი, რომელიც ამ დღეებში საქართველოს სტუმრობდა.

პროფესიული ჟიურის წევრები, ტრადიციულად, არიან ცნობილი რეჟისორები, ოპერატორები, კინოკრიტიკოსები და ჟურნალისტები. ჟიურის ამჯერად ხელმძღვანელობს ოსკარის მფლობელი ირანელი კინორეჟისორი ასგარ ფარჰადი.

წელს კინოფესტივალის ძირითად კონკურსზე წარმოდგენილი იქნება 27 ფილმი მსოფლიოს ცხრა ქვეყნიდან. სულ კი მაყურებელი ასზე მეტ სურათს იხილავს, მათ შორის – ნამუშევრებს საქართველოდან.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, რომ დოკუმენტური კინოს სექციაში ქვყანას წარადგენს რეჟისორ ვახტანგ კუნცევ–გაბაშვილის ფილმი „გამჭვირვალე სამყარო“. ფილმის ჩვენება 10 და 13 ივლისს გაიმართება.

ფესტივალის სტუმრები 10 და 11 ივლისს ასევე იხილავენ მარიამ ხაჭვანის დრამას „დედე“; ხოლო რუსუდან პირველის „სუსას“ 11 ივლისს წარმოადგენენ.

 „აღსანიშნავია, რომ ქართული ფილმების გარდა, Golden Apricot ქართული ფილმების პროექტების პრეზენტაციებსაც უმასპინძლებს. კინოფესტივალის C2C მარკეტზე საკუთარ პროექტებს წარადგენენ სოფიო ჭინჭარაული, კონსტანტინე კალანდაძე, ბესიკ სოლომონაშვილი, ქეთევან ნოზაძე და რუსუდან პირველი“, – ნათქვამია ქართული კინოცენტრის განცხადებაში.

Golden Apricot ყოველწლიური კინემატოგრაფიული ფესტივალია, რომელიც ერევანში ივლისში იმართება. ფორუმს ოთხი ძირითადი პროგრამა აქვს: სათამაშო და დოკუმენტური კინოს საერთაშორისო კონკურსები, კონკურსი „სომხური პანორამა“ და მოკლემეტრაჟიანი კინოს პროგრამა „გარგარის კურკა“.

კონკურსი 2004 წელს დაარსდა. მთავარი პრიზი ოთხ ძირითად ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცემათ.

 

თემები:
ქართული კინო (86)

მთავარი თემები