რაბათის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმის კოლექცია ახალი აღმოჩენებით შეივსო

გამოწერა
სამცხე-ჯავახეთის მუზეუმის დამთვალიერებელი ახალ არტეფაქტებსა და ნუმიზმატიკურ კოლექციას გაეცნობა.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმის განახლებული საგამოფენო სივრცეების გახსნა, სადაც ახალი აღმოჩენები იქნება წარმოდგენილი, რაბათის ციხეში ოთხშაბათს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
დავით-გარეჯში ფრესკები დააზიანეს

სამცხე-ჯავახეთის მუზეუმის ექსპოზიციის შინაარსობრივი და ტექნოლოგიური განახლება განაპირობა 2015-2016 წლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორჭოსანში, სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის (SCPX) მშენებლობის ზონაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტების გამოფენაში ჩართვის აუცილებლობამ.

„მილსადენის მშენებლობის პროცესში მიკვლეული იქნა ნეოლითის ხანის (ძვ.წ. 37-35 სს) ორჭოსანის ნამოსახლარი. ნამოსახლარზე მოპოვებული მასალების მნიშვნელობის და მათ მიმართ დიდი სამეცნიერო ინტერესის გამო აუცილებელი გახდა ექსპოზიციაში ასახულიყო საქართველოს ისტორიის ის პერიოდი, როდესაც ძლიერდება მესხეთის მოსახლეობის კავშირი შუამდინარეთისა და მახლობელი აღმოსავლეთის კულტურებთან", — ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

აღნიშნული არქეოლოგიური აღმოჩენებით ნათლად გამოიკვეთა კავკასიის, ანატოლიის, ირანისა და მესოპოტამიის ნეოლითური ხანის კულტურებში საქართველოს როლი და მნიშვნელობა.

თელავში ჩვენ წელთაღრიცხვამდე II-I ათასწლეულის მეომრის სამარხი აღმოაჩინეს>>>

სამცხე-ჯავახეთის მუზეუმის განახლებული ექსპოზიციის დამთვალიერებელი არტეფაქტებს ქრონოლოგიური სიზუსტით გაეცნობა. ახალ ექსპონატებს შორისაა — VI-VII საუკუნეების ადრექრისტიანული სარიტუალო ნივთები, მესხეთის ისტორიის შესახებ რუკები და ტექსტები, ასევე XII-XIII საუკუნეების ვარძიის თამარ მეფის ფრესკის ზუსტი ასლი და ა.შ.

აღსანიშნავია ნუმიზმატიკური საგანძურის განახლებული გამოფენაც. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია არტანუჯის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტა, რომელიც მუზეუმს დროებით მფლობელობაში გადასცა საუდის არაბეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.

ყველა ახალი ამბავი
0