ბანერები ქართველი მწერლების ციტატებით რუსთავში გამოფინეს

© FB / Rustavi City Hallბანერები ქართველი მწერლების ციტატებით რუსთავში
ბანერები ქართველი მწერლების ციტატებით რუსთავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინიციატივა სახელწოდებით „ ქართველი მწერლები ჩვენს ყოველდღიურობაში“ რუსთავის საკრებულოს დეპუტატს ამირან ჯანჯღავას ეკუთვნის

თბილისი,  9 ივლისი — Sputnik. ქართველი კლასიკოსების ციტატები რუსთავში ბანერებზე გამოფინეს. ქართული ლიტერატურის პოპულარული წარმომადგენლების რჩეული აფორიზმები შეიძლება იხილოთ  №8 მიკრორაიონიდან ჟიული შარტავას მოედნამდე.   

ბანერები ქართული ანბანით - Sputnik საქართველო
ბორჯომის პარკის სტუმრებს ქართული დამწერლობის შესახებ უამბობენ
 

ციტატებს  ქვემო ქართლის მწერალთა კავშირის წევრები  და რუსთავის პედაგოგები  სამი თვის განმავლობაში არჩევდნენ. 

ინიციატივა სახელწოდებით „ ქართველი მწერლები ჩვენს ყოველდღიურობაში“ რუსთავის საკრებულოს დეპუტატს ამირან ჯანჯღავას ეკუთვნის, იდეის რეალიზება კი რუსთავის მერიას.

 „ქალაქში პროექტის ფარგლებში 72 აბრა განთავსდა, რომლებზეც დატანილია ქართველი მწერლების მათ შორის, 12 რუსთაველი მწერლის გამოთქმები. აღნიშნულ ეტაპზე პროექტს მასშტაბური ხასიათი არ ექნება, თუმცა მომავალში ჩვენ მასშტაბების გაფართოებას ვგეგმავთ“, – ნათქვამია პორტალ Info Rustavi–ზე.    


ყველა ახალი ამბავი
0