65 წელი ტრადიციების სადარაჯოზე - ანსამბლი „შავლეგო“ იუბილეს აღნიშნავს

© FB / Shavlego Dance Studioანსამბლი „შავლეგო“
ანსამბლი „შავლეგო“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანსამბლ „შავლეგოს“ ხელმძღვანელმა დავით ბოხუამ ქართული ცეკვის განვითარების და ამავე დროს ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობა აღნიშნა

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „შავლეგო“ დაარსებიდან 65 წლისთავს გრიბოედოვის თეატრში აღნიშნავს.

„განა ეს საოცრება არ არის?!“ – Euronews–ი სუხიშვილების შემოქმედებით აღფრთოვანებულია >>

„შავლეგოს“ არტისტები 16 ყველაზე პოპულარულ ცეკვას შეასრულებენ, მათ შორის იქნება სამაია, ქართული, მუხამბაზი, ხორუმი, აჭარული და სხვები. ამ ცეკვებზე არაერთი თაობა აღიზარდა. კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.

ანსამბლი „შავლეგო“ 1953 წელს სოხუმში დააარსა ჭიჭიკო ბოხუამ, ანსამბლის ამჟამინდელი დირექტორის, დავით ბოხუას ბაბუამ. დავით ბოხუა ანსამბლს უკვე 25 წელია ხელმძღვანელობს.

თეონა კონტრიძე და ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
თეონა კონტრიძე: არასდროს არ ვიმღერებდი ჰამლეტ გონაშვილთან

„ჩვენ ირგვლივ ყველაფერი იცვლება, ამიტომ 65 წლის განმავლობაში ჩვენი ანსამბლიც შეიცვალა. უპირველეს ყოვლისა ტექნიკური კუთხით. ნომრები გართულდა. მეტი ყურადღება ეთმობა მოცეკვავეების ფიზიკურ მომზადებას, შეიცვალა ყოველდღიური ვარჯიშები. თუ დღევანდელ ნომრებს 50 წლის წინანდელ ცეკვებს შევადარებთ, პროგრამა ბევრად გართულდა“, — უამბო „Sputnik-საქართველოს“ დავით ბოხუამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ნომრის დადგმის დროს ყველაზე მთავარია არ დაიკარგოს ქართული ფესვები, რომელიც თითოეული ცეკვის საფუძველი უნდა იყოს.

„ჩვენი კულტურა თავისი უნიკალურობით მილიონობით ადამიანს აკვირვებს: ჩვენი მუსიკა, ჩენი ცეკვები. ამიტომ სხვებს არ უნდა მივბაძოთ, იმათ მოგვბაძონ ჯობია. ქორეოგრაფები ძალიან ყურადღებით უნდა იყონ და ზღვარს არ უნდა გადააბიჯონ. ცეკვა უნდა იცვლებოდეს, უფრო თანამედროვე ხდებოდეს, მაგრამ ამავე დროს საფუძვლად უნდა ედოს მხოლოდ ქართული, რათა ტრადიციები არ დაიკარგოს“, — განაცხადა ბოხუამ.

ორიგინალური ფორმა – ქვევრი და ღვინის მუზეუმი თბილისში >>

მისი თქმით, „შავლეგოს“ სტუდიაში 7 წლის სწავლის პერიოდში გოგონები და ბიჭები ქვეყნის კულტურასა და ისტორიაზე ცოდნის არც ისე მცირე მარაგს იღებენ.

ამასთან სტუდიის მოსწავლეები სწავლობენ არამარტო ქართულ ცეკვებს, არამედ მსოფლიოს ხალხთა ცეკვებს. ისინი თეორიის კურსს გადიან და ქართულ ლიტერატურას სწავლობენ. პედაგოგების მიზანია არამარტო კარგი არტისტების, არამედ ერუდირებული ადამიანების, ქვეყნის ნამდვილი პატრიოტების აღზრდა, რომლებიც საქართველოს კულტურასა და ისტორიას კარგად იცნობენ.

ივლისის დასაწყისში ანსამბლი „შავლეგო“ 10-დღიან ევროპულ ტურში გაემგზავრება, სადაც ევროპულ აუდიტორიისთვის მდიდარი ქართული კულტურის გაცნობას შეძლებს. ქართველი არტისტები ეწვევიან სლოვაკეთის, ავსტრიისა და გერმანიის ქალაქებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0