ბორჯომის პარკის სტუმრებს ქართული დამწერლობის შესახებ უამბობენ

© FB / Borjomi Central - Historical Parkბანერები ქართული ანბანით
ბანერები ქართული ანბანით - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზება ტურისტებს შორის.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის დამთვალიერებლები ქართულ ანბანს გაეცნობიან, ნათქვამია პარკის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

მცირე ბანერებზე ხეივანში გამოყვანილია ქართული ნუსხური და მხედრული ანბანის ასოები, ქვემოთ მას თან ერთვის ასოს ინგლისური და რუსული თარგმანი.

როგორც ინიციატივის ავტორები განმარტავენ, ტურისტული სეზონის დადგომის წინ საჭიროა საქართველოს კულტურის პოპულარიზება, სტუმრებისთვის ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა.

ქართული ენა უძველესი დროიდან იყო კავკასიის ძირძველი მოსახლეობის — აღმოსავლეთში იბერთა და დასავლეთში კოლხთა ენა. მას უწყვეტი დამწერლობითი და ლიტერატურული ტრადიცია აქვს, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ ჩამოყალიბდა.

ქართული ანბანის განვითარების ისტორია - Sputnik საქართველო
ქართული ანბანი სტრასბურგში „მიემგზავრება"

ქართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I-ს მიაწერს ძვ.წ.აღ. III საუკუნეში, თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არსებობს.

ქართულ ენაში 5 ხმოვანი და 28 თანხმოვანი ფონემაა.

თანამედროვე ქართული ანბანი 33 ასოსგან შედგება. ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა ძველქართული მრგვლოვანი დამწერლობა. IX საუკუნიდან — ნუსხური (ხუცური), ხოლო XI საუკუნიდან — მხედრული.

ქართულ ენაზე პირველი ნაწარმოებია „შუშანიკის წამება", რომლის ავტორია იაკობ ცურტაველი და რომელიც 476 წლით თარიღდება.

„Culture Trip — ქართული ენა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში">>

2016 წლის 30 ნოემბერს ქართული დამწერლობის სამივე სახეობა იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ყველა ახალი ამბავი
0