ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი წელს „არტ–გენს“ პირველად უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliფესტივალი Art Gene
ფესტივალი Art Gene - Sputnik საქართველო
გამოწერა
„არტ-გენი“ წელს საქართველოს ოთხ რეგიონში ცხრა დღის განმავლობაში იმოგზაურებს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „არტ–გენი" (Art-Gene) 24 ივნისს გურიას ესტუმრება და ლანჩხუთში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში უმასპინძლებს მაყურებელს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„არტ–გენი“ სტარტს 22 ივნისს აიღებს და, ტრადიციულად, როგორც რეგიონებში, ისე თბილისში ჩატარდება. ფესტივალი რეგიონული ტურნეთი გაიხსნება. 

ერიკა ბადუ - Sputnik საქართველო
Black Sea Jazz Festival-ზე დასასწრები ე.წ. დღიური ბილეთების გაყიდვა დაიწყო

გურიის სოფელ არჩეულში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში „არტ–გენის“ ფესტივალი 24 ივნისს, 17:00 საათზე დაიწყება. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ფოლკლორი, სცენა დაეთმობათ საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლებს „შავფაროსნებს“, ხოლო დასკვნით კონცერტს ჯგუფი “ფრანი“ გამართავს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, „არტ–გენი“ წელს საქართველოს ოთხ რეგიონში ცხრა დღის განმავლობაში იმოგზაურებს და ბოლო წლების განმავლობაში ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეგიონული ტურნე ფესტივალის 15-წლიანი არსებობის მანძილზე.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM FEST - Sputnik საქართველო
Anaklia Echowaves-ის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

„არტ–გენი" აჭარის მაღალმთიან ქედაში 22 ივნისს გაიხსნება. 27 ივნისს ფესტივალი წყალტუბოში, ნიკო ლოთქიფანიძის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებს. რეგიონული ტურნე კი 29 ივნისს ცაგერის მწვანე ამფითეატრში დასრულდება.

თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში 8-15 ივლისს „არტ–გენის“ შემაჯამებელი კონცერტები გაიმართება. გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები, წარდგებიან საქართველოში პოპულარული მუსიკალური ჯგუფები.

ფესტივალი 2004 წელს დაარსდა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 30-40 ათასი ადამიანი სტუმრობს. ფესტივალის მთავარი მიზანია ფოლკლორის, ხალხური რეწვის, ზეპირსიტყვიერებისა და ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაცია.

ყველა ახალი ამბავი
0