სიყვარულის ქალაქის მცხოვრებნი უნიკალურ პორტრეტებს იხილავენ

© courtesy of Alena Savelievaფიროსმანის ნახატები
ფიროსმანის ნახატები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიღნაღელებსა და ქალაქის სტუმრებს საქართველოს დიდგვაროვანთა პორტრეტების დათვალიერების საშუალება ექნებათ.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სიღნაღის მუზეუმი დამთვალიერებელს იწვევს გამოფენაზე „კახელ დიდგვაროვანთა პორტრეტები − ქართული დაზგური ფერწერის დასაწყისიდან XX საუკუნემდე". გამოფენა 21 ივნისს გაიხსნება და სამი თვე გაგრძელდება, აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოადგენს 44 ფერწერულ ნიმუშს. ესაა სამეფო კარის წარმომადგენელთა პორტრეტები, ტფილისური პორტრეტული სკოლის ნიმუშები.

„ექსპოზიციაზე იხილავთ კახელი დიდგვაროვნებისა და ისტორიული პირების პორტრეტებს, ესენია: ერეკლე II, დარეჯან დედოფალი, ვახტანგ ბატონიშვილი, უცნობი ბატონიშვილი, თავადი ვახტანგ დიმიტრის ძე ჯამბაკურ-ორბელიანი, თეკლა ბატონიშვილი და დავით გურამიშვილი, ასევე ყაჯარული ფერწერის ნიმუშები — ანდრონიკაშვილების პორტრეტები და სხვა", — აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში.

სიღნაღი - Sputnik საქართველო
„იაპონიის თოჯინების" გამოფენა „სიყვარულის ქალაქში" გაიმართება

როგორც მუზეუმში აღნიშნავენ, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მასალა ასეთი ინტერპრეტაციითა და მასშტაბით პირველად გამოიფინება. მათი გარკვეული ნაწილი უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. ასევე, ექსპონატებს ჩაუტარდა სარესტავრაციო–საკონსერვაციო სამუშაოები, დიდი ნაწილი განთავსდა ავთენტურ ჩარჩოებში.

გამოფენა ეძღვნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციების მთავარი კურატორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორ ირინა არსენიშვილის 75 წლის იუბილეს.

გამოფენა გაიხსნება 14:00 საათზე. სიღნაღის მუზეუმის მისამართია შოთა რუსთაველის ჩიხი №8.

ყველა ახალი ამბავი
0