ავთანდილ აბესლამიძე Voice of Astana-ს გამარჯვებულია

© photo: сourtesy of Avto Abeslamidzeავთო აბესლამიძე
ავთო აბესლამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ მომღერალს პრიზის სახით 10 ათასი აშშ დოლარი გადაეცა.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ქართველმა მომღერალმა ავთანდილ აბესლამიძემ საერთაშორისო მუსიკალური კონკურსში Voice of Astana გაიმარჯვა, ამის შესახებ მომღერალი საკუთარ Facebook-გვერდზე წერს.

ქართული X–Factor-ის გამარჯვებულს პრიზის სახით 10 ათასი აშშ დოლარი გადაეცა. ავთანდილმა ფინალში გასულ მოწინააღმდეგეებს 13 ქულით აჯობა. კონკურსში სულ 20 ქვეყანა მონაწილეობდა. აბესლამიძემ შეასრულა პოპულარული ამერიკელი შემსრულებლის მარკ ენტონის სიმღერა Baby you are the reason I could fly.

ავთანდილ აბესლამიძე ქართული X–Factor 2016-ის გამარჯვებულია. ფინალში აბესლამიძემ 224 156 ხმიდან ნახევარზე მეტი მიიღო.

ასტანაში 15-16 ივნისს საერთაშორისო საესტრადო შემსრულებლების კონკურსი Voice of Astana გაიმართა. ფესტივალი რამდენიმე ღონისძიებას მოიცავდა: საესტრადო შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსს, მომღერალ ბატირხან შუკენოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს და ბაიგალი სერკებაევის შემოქმედებით საიუბილეო საღამოს, ასევე მსოფლიო მასშტაბის სუპერვარსკვლავის ანასტეიშის გამოსვლას.

ყველა ახალი ამბავი
0