ქართველი მევიოლინე პრესტიჟული ევროპული აკადემიის დოქტორი გახდა - ვიდეოკადრები

© photo: Lisa Batiashvili / FBლიზა ბათიაშვილი
ლიზა ბათიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აკადემია არის დამფუძნებელი მევიოლინეთა ცნობილი საერთაშორისო კონკურსისა, რომელიც ჰელსინკიში ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ცნობილ ქართველ მევიოლინე ლიზა ბათიაშვილს ჰელსინკის სიბელიუსის სახელობის მუსიკალური აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება  მიენიჭა, ნათქვამია სასწავლებლის ოფიციალურ ვებგვერდზე.

აღსანიშნავია, რომ სიბელიუსის აკადემია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი მუსიკალური სასწავლებელია.  ის 1882 წელს დაარსდა და ცნობილი ფინელი მუსიკოსის, აკადემიის კურსდამთავრებული იან სიბელიუსის სახელს ატარებს. 

აკადემია არის დამფუძნებელი მევიოლინეთა ცნობილი საერთაშორისო კონკურსისა, რომელიც ჰელსინკიში ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლიზა ბათიაშვილი 2018 წლის 8 დეკემბერს სტოკჰოლმში ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზეა მიწვეული, სადაც ის სტოკჰოლმის სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად დაუკრავს სოლისტის რანგში.

ყველა ახალი ამბავი
0