რახმანინოვის მუსიკის უბადლო შემსრულებელი ბათუმში კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიპიანისტი
პიანისტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის სახალხო არტისტი აჭარაში კონცერტს ფესტივალ Odessa Classics Batumi Weekend-ის ფარგლებში ჩაატარებს.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. კომპოზიტორ სერგეი რახმანინოვის მუსიკის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი, ცნობილი უკრაინელი პიანისტი ალექსეი ბოტვინოვი ბათუმში პარასკევს კონცერტს გამართავს.

უკრაინის სახალხო არტისტი ქართველი მსმენელის წინაშე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ფესტივალ Odessa Classics Batumi Weekend-ის ფარგლებში წარდგება.

კონცერტზე გაჟღერდება სერგეი რახმანინოვისა და ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის უკვდავი შედევრები.

Monatik - Sputnik საქართველო
უკრაინელი პოპ-მომღერალი ბათუმში ცეცხლს დაანთებს

ბოტვინოვთან ერთად სცენაზე გამოვა ესტონეთის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. კოლექტივის გასტროლი ჩვენ ქვეყანაში ესტონეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, პროექტის "ყველას უყვარს საქართველო" ეგიდით ხორციელდება.

საღამოზე ასევე წარდგებიან პოპულარული ქართველი ალტისტი გიორგი ცაგარელი და კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი.

კონცერტის ორგანიზატორია კულტურული დიპლომატიის სფეროში მრავალი საერთაშორისო პროექტების ავტორი, ფესტივალ Odessa Classics-ის დამფუძნებელი ალექსეი ბოტვინოვი.

ღონისძიება აჭარის მთავრობისა და ოდესის ოლქის ხელისუფლების მხარდაჭერით გაიმართება.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც მუსიკალური ცენტრის სალაროებში, ისე ონლაინ-რეჟიმში ვებ-გვერდზე tkt.ge.

ყველა ახალი ამბავი
0