ქართული მოდა იტალიაში: საქართველოს ბრენდები Pitti Immagine Uomo-ზე

© Sputnik / Anna Bedoshviliგოგა ნიკაბაძის ახალი კოლექციის პრეზენტაცია
გოგა ნიკაბაძის ახალი კოლექციის პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი დიზაინერები Mercedes Benz Tbilisi Fashion Week-ის მხარდაჭერით და თანამშრომლობით Pitti Immagine Uomo-ში მონაწილეობენ

თბილისი,12 ივნისი — Sputnik. ექვსი პოპულარული ქართველი დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას იტალიაში მამაკაცის მოდის პრესტიჟულ გამოფენაში Pitti Immagine Uomo, ნათქვამია ორგანიზატორების — სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ განცხადებაში.

ალსუმ ქართველი დიზაინერის ფეხსაცმლით მოიწონა თავი >>

ქართულ პროდუქციას ფლორენციაში „აზნაური“, „ანუკა ქებურია“, „ვასკა“, „ტატუნა ნიკოლაიშვილი“, “Gola Damian” და „Situationist“ წარადგენს.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს  საქართველო ღონისძიებაში საპატიო ქვეყნის სტატუსით პირველად მიიღებს მონაწილეობას, რისი გათვალისწინებითაც საგამოფენო სივრცის კონცეფცია მხოლოდ  მოდის ინდუსტრიით არ შემოიფარგლება. გამოფენაზე  წარმოჩენილი იქნება  საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიისა და ტურიზმის პოტენციალი, კინოგადაღების კუთხით არსებული ლოკაციები“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

Pitti Immagine — მოდის და ტექსტილის საერთაშორისო გამოფენა, რომელიც 12-15 ივნისს ფლორენციაში იმართება. ის შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს და სტუმრებს სათანადო კონტაქტები დაამყარონ, გაიზიარონ გამოცდილება, გამართონ მოლაპარაკებები, ურთიერთმომგებიანი კონტრაქტები გააფორმონ.

ქართველი დიზაინერები Mercedes-Benz Fashion Week Russia–ზე >>

პირველი გამოფენა Pitti Immagine 1951 წლის 12 თებერვალს მოეწყო. ეს თარიღი მაღალი იტალიური მოდის დაბადების დღედ ითვლება. შემდგომში გამოფენას ევროპისა და ამერიკის სხვა ქვეყნები შეუერთდნენ.

პროექტ Pitti Immagine-ს ფარგლებში წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა. მოვლენას ტრადიციულად სტუმრობს სხვადასხვა ქვეყნის უამრავი ბაიერი, დიზაინერი, კრიტიკოსი და ბლოგერი.

 

ყველა ახალი ამბავი
0