მიშელ უელბეკი ქართველ მკითხველს შეხვდება

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკშიმიშელ უელბეკი
მიშელ უელბეკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრანგი მწერლისა და პოეტის მიშელ უელბეკის საღამოზე დასწრება მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ცნობილი ფრანგი მწერალი და პოეტი მიშელ უელბეკი თბილისს ეწვევა, სადაც 25 ივნისს ქართველ მკითხველთან შეხვედრას გამართავს, იუწყებიან ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა".

შეხვედრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზში ჩატარდება. მასზე დასწრება მოსაწვევი ბარათებით იქნება შესაძლებელი, რომელიც მსურველს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა" და „სანტა-ესპერანსას" მაღაზიების ფილიალებში 15 ივნისს, 11:00-დან 20:00 საათამდე მწერლის ნებისმიერი რომანის შეძენის შემთხვევაში გადაეცემა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი თბილისს ეწვევა>>>

უელბეკის ვიზიტი დაკავშირებული იმასთან, რომ საქართველო ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საპატიო ქვეყნის სტატუსით პირველად წარდგება.

საქართველოს სტენდები The London Book Fair 2018-ზე - Sputnik საქართველო
სპეციალური წინადადება: საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე

მიშელ უელბეკი 1958 წელს დაიბადა. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანგი მწერალია მსოფლიოში — მას მსოფლიო მასშტაბით პოპულარობა მოუტანა პროვოკაციულმა რომანებმა „ბრძოლის ველის განვრცობა", „კუნძულის შესაძლებლობა" და „ელემენტარული ნაწილაკები".

ბოლო რომანისთვის უელბეკი ლიტერატურაში არასახელმწიფო პრემია „ნოემბრის პრიზის" (Prix Novembre) მფლობელი გახდა, რითიც უნებლიედ გახდა მიზეზი ამ პრიზის არსებობის შეწყვეტის — პრემიის დამფუძნებელმა მაიკლ დენერმა მწერლისთვის აღნიშნული პრემიის გადაცემა არ მოიწონა.

2010 წელს უელბეკი რომანისთვის „რუკა და ტერიტორია" გონკურის პრემიის ლაურეატი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0