21:00 24 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
მიშელ უელბეკი

მიშელ უელბეკი ქართველ მკითხველს შეხვდება

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (481)
29 0 0

ფრანგი მწერლისა და პოეტის მიშელ უელბეკის საღამოზე დასწრება მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ცნობილი ფრანგი მწერალი და პოეტი მიშელ უელბეკი თბილისს ეწვევა, სადაც 25 ივნისს ქართველ მკითხველთან შეხვედრას გამართავს, იუწყებიან ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა".

შეხვედრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზში ჩატარდება. მასზე დასწრება მოსაწვევი ბარათებით იქნება შესაძლებელი, რომელიც მსურველს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა" და „სანტა-ესპერანსას" მაღაზიების ფილიალებში 15 ივნისს, 11:00-დან 20:00 საათამდე მწერლის ნებისმიერი რომანის შეძენის შემთხვევაში გადაეცემა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი თბილისს ეწვევა>>>

უელბეკის ვიზიტი დაკავშირებული იმასთან, რომ საქართველო ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საპატიო ქვეყნის სტატუსით პირველად წარდგება.

მიშელ უელბეკი 1958 წელს დაიბადა. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანგი მწერალია მსოფლიოში — მას მსოფლიო მასშტაბით პოპულარობა მოუტანა პროვოკაციულმა რომანებმა „ბრძოლის ველის განვრცობა", „კუნძულის შესაძლებლობა" და „ელემენტარული ნაწილაკები".

ბოლო რომანისთვის უელბეკი ლიტერატურაში არასახელმწიფო პრემია „ნოემბრის პრიზის" (Prix Novembre) მფლობელი გახდა, რითიც უნებლიედ გახდა მიზეზი ამ პრიზის არსებობის შეწყვეტის — პრემიის დამფუძნებელმა მაიკლ დენერმა მწერლისთვის აღნიშნული პრემიის გადაცემა არ მოიწონა.

2010 წელს უელბეკი რომანისთვის „რუკა და ტერიტორია" გონკურის პრემიის ლაურეატი გახდა.

თემები:
საქართველო და კულტურა (481)

მთავარი თემები