01:57 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
წიგნის ბაზრობა 2018

დასახელდნენ პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები

© Sputnik / Levan Avlabreli
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (681)
112 0 0

თბილისში ლიტერატურის საუკეთესო მოღვაწეები დასახელდნენ

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. პრესტიჟული ქართული ლიტერატურული პრემია „ლიტერა-2018“-ს გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა, იუწყებიან კონკურსის ორგანიზატორები.

შოკისმომგვრელი პერფორმანსი: ქართველმა პოეტმა მაყურებელი გააოცა >>

ჟიურის გადაწყვეტილებით 2018 წლის პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები გახდნენ:

1. წლის საუკეთესო პოეტური კრებული — სოსო მეშველიანი “Arboles Altos”, გამომცემლობა ინტელექტი და ლელა სამნიაშვილი “37”, გამომცემლობა ინტელექტი;

2. წლის საუკეთესო დებიუტი — შორენა ხუხუა, “შემოვალ ეტლით”, გამომცემლობა პალიტრა L;

3. წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა — გიგი ხორნაული, „ჩემი საწუთრო-სამზეო“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

4. წლის საუკეთესო პროზაული კრებული — ბექა ქურხული, „სკანდარა და სხვა მოთხრობები“, გამომცემლობა ინტელექტი;

5. წლის საუკეთესო რომანი — ნაირა გელაშვილი, „ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე“, გამომცემლობა „კავკასიური სახლი“;

6. წლის საუკეთესო წიგნის ყდის დიზაინი — მაქსიმე მაჩაიძე, „საღეჭი განთიადები უშაქროდ“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს სპორტისა და კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მწერალთა სახლის დირექტორმა ნატა ლომოურმა და ჟიურის წევრებმა. ესენი არიან: ლევან ბრეგაძე, დავით წერედიანი, ლევან ცაგარელი, ნინო სადღობელაშვილი და ირაკლი ლომოური.

აღნიშნული პრემია ქვეყანაში ლიტერატურული პროცესების განვითარებისა და წახალისების მიზნით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მწერალთა სახლთან ერთად 2015 წელს დააარსა. პრემიის საპრიზო ფონდი 5 000 ლარს შეადგენს.

 

თემები:
საქართველო და კულტურა (681)

მთავარი თემები