Kavkaz Jazz: ჯაზმენები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ცეცხლს დაანთებენ

© Sputnik / Denis Aslanovჯაზ-ფესტივალი
ჯაზ-ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის მთავარი მიზანია სამხრეთ კავკასიაში ჯაზის განვითარება და პოპულარიზაცია ხალხებს შორის კულტურული დიალოგისთვის.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. რიგით მეცხრე Kavkaz Jazz ფესტივალი თბილისში 7-8 ივნისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი Jazz Café Singer-ის ტერიტორიაზე (სიონის ქუჩა, 8) გაიმართება, დასკვნითი კონცერტი კი აბანოთუბანში ჩატარდება. ერთ სცენაზე გამოვლენ საუკეთესო ჯაზ-შემსრულებლები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.

ელტონ ჯონი - Sputnik საქართველო
საქართველოში ელტონ ჯონის პირველი კონცერტი ივნისის ბოლოს გაიმართება

ფესტივალზე აზერბაიჯანს წარმოადგენს პიანისტი და კომპოზიტორი სალმან გამბაროვი, რომელიც მონაწილეობდა ისეთ ფესტივალებში, როგორიცაა Montreux Jazz Festival, GIFT, Oriental Jazz Fest, Zelt-Musik-Festival და Beethoven Festival.

თურქეთს მუსიკალური პროექტი ISTBILISI წარმოადგენს, რომელიც თბილისის ჯაზ-ფესტივალისთვის სპეციალურად შეიქმნა. მუსიკა, რომელსაც მუსიკოსები ასრულებენ, ტრადიციული და თანამედროვე მუსიკის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურების ნაზავია.

საქართველოს ფესტივალზე ვირტუოზი დრამერი ჯორჯ მელი (გიორგი მელიქიშვილი) წარადგენს, რომელიც გამოცემა New York City Jazz Record-მა მონათლა „ნიუ-იორკის ჯაზისა და მსოფლიო სცენის ვეტერანად".

თეონა მოსია - Sputnik საქართველო
კოლხი გოგონა, რომელმაც ევროპელთა გულები „მეგრული ჯაზით" დაიპყრო

სომხეთიდან ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქსოფონისტი, კომპოზიტორი და დირიჟორი არმენ უსმუნცი, რომელიც ასევე არის ბენდ Time Report-ის დამფუძნებელი. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი Armenian Navy Band-ის სოლისტი იყო.

კავკასიის ჯაზ-ფესტივალი საქართველოში 2010 წლიდან ტარდება. ფესტივალის ისტორიის მანძილზე მის სცენაზე 100-ზე მეტი მუსიკოსი გამოვიდა 11 ქვეყნიდან.

ფესტივალის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია Art Bridge, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

Kavkaz Jazz Festival 2018-ის პარტნიორია ასევე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და იუნუს ერმეს სახელობის ინსტიტუტი.

ყველა ახალი ამბავი
0