თურქეთში ოშკის ტაძრის აღდგენა დაიწყო

გამოწერა
პრემიერმა სიმბოლური უწოდა იმ ფაქტს, რომ სამუშაოები ტაძარში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავის წინა დღეს დაიწყო

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე პარასკევს განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი განხორციელდება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2017 წლის 23 მაისს გაფორმდა.

პარხალი - Sputnik საქართველო
ქართველმა რესტავრატორებმა პარხლის მონასტრის რესტავრაციაში მიიღეს მონაწილეობა

„20 მაისს, თურქულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, გადაუდებელი პროექტის სახით დაიწყოს ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები. შემდეგი ეტაპი მოიცავს ოშკის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, რომელიც ერთობლივად უნდა განხორციელდეს ქართველი და თურქი სპეციალისტების მიერ,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს და აღნიშნა იმ ფაქტის სიმბოლურობა, რომ სამუშაოები ტაძარში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავის ზეიმის წინა დღეს დაიწყო.

„ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვას და ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთის ხელისუფლებას შემხვედრი ნაბიჯებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის. ასეთი ნაბიჯები ნამდვილად წაადგება იმ საქმეს, რასაც ჰქვია მეგობარ ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობების გაღრმავება,“-აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

თურქეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციაში ქართველი ექსპერტების მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წლის სექტემბრის დასაწყისში, თურქეთში მიხეილ გიორგაძის ვიზიტის დროს. მაშინ კულტურის მინისტრმა პარხლის, ხახულის, ოშკის და ოთხთის ტაძრები დაათვალიერა.

ელიეშვილი: ოშკის ტაძრისთვის ვიღაც მადლიანს ერთი ბოძი შეეყენებინა, შოკში ჩავვარდით >>

წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ოშკის საკათედრო ტაძარი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარია, ტაო-კლარჯეთის ისტორიულ მხარეში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული და რელიგიური ცენტრი, ოთხ დიდ კათედრალთაგან პირველი. აშენებულია X საუკუნის მეორე ნახევარში, დღეისათვის სამონასტრო კომპლექსს შერჩა სემინარია და მცირე ეკლესიები.


ყველა ახალი ამბავი
0