რატომ გადაიდო Comedy Woman-ის ფესტივალი ბათუმში

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიეკატერინა ვარნავა
ეკატერინა ვარნავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუმორისტული პროექტის მონაწილეები ზღვისპირეთს ივნისის დასაწყისში კონცერტით ეწვევიან

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. Comedy Woman-ის შოუს მონაწილე ეკატერინა ვარნავამ თაყვანისმცემლებისთვის Instagram-ზე ნატალია ეპრიკიანთან ერთად ჩაწერილი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.

ვიდეომიმართვაში Comedy Woman-ის ფესტივალის გადადებაზეა საუბარი. კერძოდ, ფესტივალი ბათუმში 31 მაისი — 3 ივნისის პერიოდის ნაცვლად, ოქტომბერში გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების ზუსტი მიზეზი არ სახელდება, აღნიშნულია ის, რომ იგი ტექნიკური ხასიათისაა.

Публикация от КАТЯ ВАРНАВА (@kativarnava) 23 Май 2018 в 1:05 PDT

 

Comedy woman-ის ვიდეორგოლი — „ვსწავლობთ ქართულს“>>>

მიუხედავად ფესტივალის გადადებისა, ბათუმელები და ქალაქის სტუმრები მაინც შეძლებენ Comedy Woman-ის მონაწილეებთან შეხვედრას: 4 ივნისს ცნობილი შოუს მონაწილეები მათ წინაშე წარდგებიან.

ფესტივალის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Сomedy Woman საქართველოში 2016 წელს წარდგა. ამის შემდეგ მონაწილეები საქართველოს კიდევ ერთხელ ესტუმრნენ, ხოლო პროექტის ავტორი ნატალია ეპრიკიანი თბილისიდან არის. ნატალია სწავლობდა ფიზიკა-მათემატიკურ გიმნაზიაში და თბილისში 14 წლამდე ცხოვრობდა, სანამ ოჯახთან ერთად მოსკოვში არ გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0