პროფესიონალები მოყვარულების წინააღმდეგ: წამყვანებმა შოუში X Factor Georgia იჩხუბეს

© FB / xfactorgeვოკალური პროექტი X-Factor
ვოკალური პროექტი X-Factor - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟიურის წევრების მოსაზრება ერთ-ერთი კონკურსანტის გამოსვლასთან დაკავშირებით კარდინალურად განსხვავებული აღმოჩნდა

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. კომპოზიტორმა დათო ევგენიძემ და მომღერალმა სტეფანემ ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძის, როგორც პროექტის X Factor Georgia ჟიურის წევრის, კომპეტენტურობა ეჭვქვეშ დააყენეს.

კონფლიქტი გამოიწვია შენიშვნამ, რომელიც ტელეწამყვანმა თავის კოლეგას მისცა. მისი თქმით, გამოსული მუსიკოსები სცენაზე საკმაოდ ჰარმონიულად გამოიყურებოდნენ. სტეფანემ და დათო ევგენიძემ კი ჯგუფი სცენაზე ქაოსისთვის გააკრიტიკეს. ურთიერთშელაპარაკება იქამდე მივიდა, რომ ჟიურის წევრებმა ერთმანეთის მიმართ უცენზურო სიტყვები გამოიყენეს.

„რახან აქ ვზივარ, ესე იგი, უნდა ვიჯდე. მაქვს უფლება, ჩემი აზრი გამოვთქვა", — უპასუხა ბრალდებას კომპეტენტურობასთან დაკავშირებით ხაზარაძემ.

რაც შეეხება ლაივ-კონცერტის საკონკურსო პროგრამას, საღამოს ყველაზე კაშკაშა გამოსვლა ინტერნეტ-ნახვების ლიდერის, „გორის გოგონათა გუნდის" გამოსვლა გახდა დათო ევგენიძის კატეგორიიდან „ჯგუფები". მათმა სიმღერამ მოხიბლა არა მარტო ჟიური, არამედ მაყურებელიც.

ვოკალური პროექტი X-Factor - Sputnik საქართველო
X Factor Georgia-ს ყველაზე ემოციური ტური გადალახულია – აირჩიეს ოთხი საუკეთესო

საღამოზე ცნობილი გახდა ტურის „4 სკამი" შედეგები და დარჩენილი სამი მენტორის გუნდების მონაწილეთა ვინაობა.

სტეფანე და „ბიჭები": ანრი გუჩმანიძე, გიორგი ფუტკარაძე, ალექს კიკვიძე, გიორგი ლობჟანიძე.

თამთა და „გოგონები": ია ტომაში, მარიამ დოკვაძე, თამთა ხუხუნაიშვილი, თამუნა გიორგაძე.

დათო ევგენიძე და „ჯგუფები": გორის გოგონათა გუნდი, Funky House, Seentez და Trinity

უფრო ადრე ცნობილი გახდნენ შემსრულებლები ნანიკო ხაზარაძის ჯგუფიდან „17 წლამდე": იკაკო ალექსიძე, მარიამ შენგელია, ლიკუნა თუთისანი, თამუნა ლილუაშვილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0