კანის ფესტივალის პრიზიორმა საქართველოს კინოცენტრი გააკრიტიკა

© FB / Rati Tsiteladzeრატი წითელაძე
რატი წითელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი რეჟისორი რატი წითელაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი მის ფილმებს ბლოკავს.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი რატი წითელაძე, რომლის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „ცარიელი სახლი" 2018 წელს კანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამის პრიზი PRIX Moulin d'Andе მიიღო, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს აკრიტიკებს.

„საწყენია, როდესაც საფრანგეთი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინემატოგრაფისტებს შორის გამოგარჩევს, აფასებს შენ საერთაშორისო პოტენციალს და ყველანაირად ხელს გიწყობს, რომ საკუთარი სათქმელი კინოხელოვნების საშუალებით გამოხატო… ამ დროს კი საქართველოში ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ როგორმე თავიდან მოგიშორონ!.." — დაწერა წითელაძემ თავის Facebook-გვერდზე.

სალაროები ერთ-ერთ კინოთეატრში - Sputnik საქართველო
თბილისში საბავშვო ფილმების ფესტივალი „ოქროს პეპელა“ გაიმართება

Cinéfondation — მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამაა, რომელიც 1998 წელს დაარსდა. პროგრამის მიზანია კინოინდუსტრიის მხარდაჭერა და კინემატოგრაფისტების ახალგაზრდა თაობის მომზადება.

ფილმ „ცარიელი სახლის" სიუჟეტი თბილისში 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს ვითარდება. 12 წლის ნინო სრულყოფილ ოჯახზე ოცნებობს. ეს ოცნება მაშინ აუხდება, როცა მამამისი, გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფლდება. თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც წარმოედგინა. ეს მის ცხოვრებასა და ოჯახს მთლიანად და სამუდამოდ ცვლის.

რატი წითელაძემ ლოს–ანჯელესის კონსერვატორია დაამთავრა სამსახიობო ხელოვნებისა და რეჟისურის განხრით. სხვათა შორის, ის 21 წლისა მსოფლიო ჩემპიონი გახდა აღმოსავლურ ორთაბრძოლებში, თუმცა საბოლოოდ კინოს სიყვარულმა გადაწონა.

რატი წითელაძე მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალსა და ფორუმში და მისი ნამუშევრები არაერთი ჯილდოთი აღინიშნა.

ყველა ახალი ამბავი
0