08:15 25 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0868
  • 100 RUB3.9814
  • USD2.6226
მსახიობი ვალენტინ გაფტი

ვალენტინ გაფტი თბილისში ქართველ მაყურებელს შეხვდება

© photo: Sputnik / Aleksey Filipov
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (666)
72 0 0

ვალენტინ გაფტი ქართველ თეატრალებს მოსკოვის თეატრ „სოვრემენიკის“ გასტროლის ფარგლებში შეხვდება

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. რუსეთის სახალხო არტისტი, მილიონობით მაყურებლების საყვარელი მსახიობი ვალენტინ გაფტი ქართველ თეატრალებს თბილისის „თავისუფალ თეატრში“ პარასკევს შეხვდება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორის — კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „რუსკი კლუბის“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრა თბილისში მოსკოვის თეატრ „სოვრემენიკის“ გასტროლების ფარგლებში გაიმართება. გაფტთან შეხვედრაზე შესვლა მხოლოდ მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი.

„სოვრემენიკი“ თბილისში ორ სპექტაკლს გამართავს — „სამი მეგობარი“ (ერიჰ მარია რემარკი) და „ალუბლის ბაღი“(ანტონ ჩეხოვი).

ვალენტინ გაფტი თეატრისა და კინოს მსახიობია. რუსეთის სახალხო არტისტი, მეგობრობის ორდენის კავალერი, ლაურეატი პრემიების „ოქროს არწივი“, „ბროლის ტურანდოტი“, „თეატრალის ვარსკვლავი“.

ვალენტინ გაფტს თეატრსა და კინოში უამრავი როლი აქვს შესრულებული, რამაც მას მაყურებლის დიდი სიყვარული და აღიარება მოუტანა.

 

თემები:
საქართველო და კულტურა (666)

მთავარი თემები