X Factor Georgia-ს ყველაზე ემოციური ტური გადალახულია – აირჩიეს ოთხი საუკეთესო

© FB / X Factorვოკალური პროექტი X-Factor
ვოკალური პროექტი X-Factor - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში პოპულარული შოუს X Factor ქართული ანალოგის ბავშვთა კატეგორიაში შემდეგ ტურში გადავიდნენ იკაკო ალექსიძე, თამუნა ლილუაშვილი, ლიკუნა თუთისანი და მარიამ შენგელია.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. X Factor Georgia-ს ყველაზე დრამატული „4 სკამის" ტური ემოციური თვალსაზრისით ყველაზე რთულ „17 წლამდე" კატეგორიაში უკან დარჩა.

17-წლამდელთა კატეგორიის მენტორმა ნანიკო ხაზარაძემ ათიდან საუკეთესო ოთხეული შეარჩია. შემდეგ „2 სკამის" ტურში გამარჯვებისთვის მარიამ შენგელია, ლიკუნა თუთისანი,, იკაკო ალექსიძე და თამუნა ლილუაშვილი იბრძოლებენ.

იკაკო ალექსიძე

თამუნა ლილუაშვილი

ლიკუნა თუთისანი

მარიამ შენგელია

ბოლო შესარჩევი ტურის შემდეგ ჟიურის წევრები მენტორები გახდნენ. თითოეულს შეხვდა თითო კატეგორია, რომელთან ერთადაც კონკურსში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მენტორი უფრთხოდა ბავშვების კატეგორიას, რადგან არჩევანი მათ შორის ძალზე საპასუხისმგებლო და ძალზე ემოციური ამოცანაა. მით უმეტეს, რომ წელს 17-წლამდელთა კატეგორიის მონაწილეები ძალიან ძლიერი არიან, კონკურენცია უაღრესად მაღალია.

კატეგორია „ბიჭები" მომღერალსა და პროდიუსერ სტეფანეს შეხვდა, „გოგონების" კატეგორია — პოპ-მომღერალ თამთა გოდუაძეს, ხოლო „ჯგუფები“ კომპოზიტორ დათო ევგენიძეს ერგო.

ვოკალური პროექტი X-Factor - Sputnik საქართველო
ნანიკო ხაზარაძე X-Factor-ის ბათუმელმა მონაწილემ აღაფრთოვანა

შემდეგ ორშაბათს „4 სკამის" ტურს უკვე ისინი ჩაატარებენ და თავიანთი ჯგუფებიდან საუკეთესო მონაწილეებს შეარჩევენ.

The X Factor — ტალანტების სატელევიზიო კონკურსების ფორმატია, რომლის ავტორიც ბრიტანელი პროდიუსერი საიმონ კოუელია. პროექტი პირველად ბრიტანულ ITV-ს არხზე 2004 წლის სექტემბერში გამოჩნდა.

ბრიტანული პროექტის ქართულმა ანალოგმა სტარტი 2013 წლის 14 აპრილს აიღო, რომლის პირველი გამარჯვებულიც 27 წლის შემსრულებელი თორნიკე ყიფიანი გახდა. შემდეგი სეზონების გამარჯვებულები გახდნენ გიორგი ნაკაშიძე, ავთანდილ აბესლამიძე და სანდრო კურცხალიძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0