თბილისში ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

© photo: courtesy of Alena SavelievaКартины Нико Пиросмани
Картины Нико Пиросмани - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილ გამოფენაზე 22 მხატვრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 100-მდე ნიმუში გამოიფინება.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. დღეს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის „გალერეაში" ნიკო ფიროსმანის გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფიროსმანის ნახატები - Sputnik საქართველო
თბილისში ფიროსმანის რესტავრირებული ნახატები გამოიფინება

გამოფენა, რომელიც დღეს, 18 საათზე გაიხსნება, 21 მაისამდე გასტანს.

ექსპოზიციაზე გამოიფინება ნიკო ფიროსმანის სახელობის საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაციის წევრი 22 მხატვრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 100-მდე ნიმუში – სხვადასხვა მეთოდით (ჭედურობა, ფილიგრანი) შესრულებული საიუველირო ნაკეთობები.

ექვს კვადრატულ ფართობში მოქცეული ფიროსმანის შეუცნობელი სამყარო>>>

ღონისძიება ნიკო ფიროსმანის სახელობის საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაციის ინიციატივით ხორციელდება, გამოფენის ორგანიზატორი და მხარდამჭერი კი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია.

ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვარია. იგი ცხოვრობდა და გარდაიცვალა სიღარიბეში. გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა, როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. კახეთში, სოფელ მირზაანში, ფიროსმანის მშობლიურ სახლში კი ამჟამად მისი სახლ-მუზეუმია განთავსებული.

ფიროსმანის სახელობის საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაცია 1988 წელს დაფუძნდა. ასოციაცია ატარებს შემოქმედებით ღონისძიებებს – ძირითადად აწყობს გამოფენებს საქართველოში და საზღვარგარეთ. ასოციაციაში გაერთიანებულია 64 ქართველი და უცხოელი მხატვარი.

ყველა ახალი ამბავი
0