ლიტერატურულ ფესტივალზე თბილისში მწერლები მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ

© courtesy of Writers' Houseსაქართველოს მწერალთა სახლი
საქართველოს მწერალთა სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს მდიდარი ლიტერატურული კვირა ელოდებათ.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. თბილისის მწერალთა სახლში ორშაბათს, საღამოს მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნება, აღნიშნულია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალის ფარგლებში საქართველოს 21 ქვეყნიდან 24 ავტორი ეწვია. ფესტივალის პროგრამა მოიცავს პოეტურ საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნების პრეზენტაციას და სადისკუსიო პანელებს.

თამარ ფხაკაძე - Sputnik საქართველო
დასახელდნენ საქართველოს საუკეთესო საბავშვო მწერლები

ღონისძიებების ძირითადი ნაწილი გაიმართება მწერალთა სახლში, ასევე კულტურული ურთიერთობების ცენტრში „კავკასიური სახლი", სამეფო უბნის თეატრში, ილიას სახელობის უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში, ასევე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში.

მონაწილეთა შორის არიან უკრაინელი პოეტი, ლიტერატურათმცოდნე და მთარგმნელი გალინა კრუკი, ბელარუსი პოეტი და მთარგმნელი ანდრეი ხადანოვიჩი, ავსტრიელი მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი ჰელმუტ ნიდერლე, პოეტი, მთარგმნელი და ლიტერატურის კრიტიკოსი ბარბარა მოგანჩიკი სლოვენიიდან, ესპანელი პოეტი და აუდიოვიზუალური ხელოვნების სპეციალისტი იოლანდა კასტანიო და სხვები.

ფესტივალი 19 მაისამდე გაგრძელდება. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ყოველწლიურად 2015 წლიდან იმართება. მისი მხარდამჭერები არიან საქართველოს მწერალთა სახლი და კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ყველა ახალი ამბავი
0