10 წლის ქართველმა გოგონამ ფრანგი მხატვრების გულები დაიპყრო

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონამ მხატვართა საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა და ის პარიზში მიიწვიეს

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლემ, 10 წლის თამარ ნოზაძემ Club De Chance-ის პროექტში „დამიხატე მშვიდობა"/Drew me Piece გაიმარჯვა, ნათქვამია სკოლის Facebook-გვერდზე.

საბავშვო ნახატების კონკურსში ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ოთხიდან 16 წლამდე ნიჭიერი ბავშვი მონაწილეობს. მათი ამოცანაა, აჩვენონ თავიანთი ხედვა სამყაროზე ომისა და ტრაგედიების გარეშე. თითოეულ ბავშვს შესაფასებლად შეუძლია გააგზავნოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი, ერთმა სკოლამ — მაქსიმუმ 10 ნამუშევარი.

2018 წლის კონკურსის შედეგებით, ერთ-ერთ საუკეთესო ნახატად ჟიურიმ 10 წლის თამარის ნამუშევარი „მსოფლიო ომის გარეშე" დაასახელა. გოგონამ უკვე მიიღო მიწვევა პარიზის ლუქსემბურგის სასახლეში, სადაც 7 მაისს გამარჯვებულთა ყოველწლიური გამოფენა გაიმართება. შემდეგ ეს გამოფენა მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ადგილს მოივლის.

ჟიური 5-7 ადამიანისგან შედგება. მათ შორის არიან პროფესიონალი მხატვრები და ბავშვთა ნახატების სპეციალისტები. როგორც ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, გამარჯვებულები „ბრმად" ვლინდებიან: მათთვის ცნობილია მხოლოდ ბავშვის ასაკი; საუკეთესო ნამუშევრებს კი საზღვრავენ პრინციპით „გულს მოხვდა".

გეგა სოფრომაძე - Sputnik საქართველო
რაზე ოცნებობს მრავალი კონკურსის გამარჯვებული შვიდი წლის ქართველი ბიჭუნა

კონკურსი ტარდება საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორებისა და სპონსორების, ცნობილი მხატვრებისა და საზოგადო მოღვაწეების მხარდაჭერით.

პროექტი „დამიხატე მშვიდობა" საერთაშორისო სოციოკულტურულმა ორგანიზაცია Club De Chance-მა 2015 წელს წამოიწყო. მასში ყოველწლიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის, ეთნიკური ჯგუფის, რასის, სქესისა და რელიგიის წარმომადგენლები.

დაჯილდოების ცერემონია ყოველ წელს პარიზში მაისის დასაწყისში იმართება და ეძღვნება 9 მაისს — მეორე მსოფლიო ომის დასრულების ოფიციალურ დღეს. პროექტში 2017 წელს მსოფლიოს 30 ქვეყნის 2000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0