The Swingles, „იანოშკა", ბრიჯუოტერი - თბილისი კახიძის სახელობის ფესტივალს მასპინძლობს

გამოწერა
ფესტივალი, ტრადიციულად, კახიძის სახელობის კულტურულ-მუსიკალურ ცენტრში გაიმართება

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ჯანსუღ კახიძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი თბილისში 3-23 მაისს ჩატარდება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

წელს ფესტივალზე მოწვეულთა შორის არიან ბრიტანული ბრენდი The Swingles, ამერიკელი ჯაზ-მომღერალი დი დი ბრიჯუოტერი და ავსტრიული კვარტეტი „იანოშკა".

ფესტივალს „გრემის" პრემიის მფლობელი The Swingles გახსნის. ბენდს ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

ჯანსუღ კახიძე - Sputnik საქართველო
ჯანსუღ კახიძე – გულიდან ამოხეთქილი სიმღერით ნათქვამი

დი დი ბრიჯუოტერის (დენის გარეტი) კონცერტი 10 მაისს გაიმართება. ის „გრემის" ორი პრემიის მფლობელია (1998 და 2011).

მსმენელის წინაშე „იანოშკა" 19 მაისს წარდგება. კვარტეტში შედის სამი ძმა იანოშკა და მათი ქვისლი იულიუს დარვასი.

ფესტივალს დაასრულებს ქართველი ჯაზ-შემსრულებლის მაია ბარათაშვილის კონცერტი „25 წელი სცენაზე". დეტალური ინფორმაცია შემსრულებლებსა და ბილეთებზე იხილეთ აქ.

ცნობილი ქართველი დირიჟორის, კომპოზიტორისა და მომღერლის, ჯანსუღ კახიძის სახელობის ფესტივალი მისივე სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და ასევე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით 2015 წლიდან ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0