გიორგი ქებურიას სამოსი Vogue–ის ფურცლებზე მოხვდა

© photo: Giorgi Keburia / FBგიორგი ქებურია
გიორგი ქებურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი დიზაინერები განაგრძობენ მსოფლიოს დაპყრობას – Vogue–ის ფურცლებზე მოხვდა ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას სამოსი და მისი ცნობილი სათვალე

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. ჟურნალმა Vogue Germany გამოაქვეყნა ტოტალ–ლუქი ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიასგან. ამის შესახებ საკუთარ Facebook–გვერდზე დიზაინერი წერს.

გამოცემის მაისის ნომერში ცნობილი მოდელი გრეის ბოლი ქებურიას შავ–თეთრ სამოსსა და მის ცნობილ სათვალეშია წარმოდგენილი.

ქებურიას 2018–2019 შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარმოადგინა ასევე ჟურნალმა Vogue Russia; ხოლო მოდის ჟურნალმა ELLE Turkey ქართველ დიზაინერს ცალკე სტატია მიუძღვნა.

ლედი გაგა - Sputnik საქართველო
ლედი გაგა ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას კაბით გამოჩნდა

თავის ახალ კოლექციას გიორგი ქებურია თბილისის მოდის კვირეულზე Mercedes-Benz Fashion Week ნოემბერში წარადგენს.

მზის სათვალე – „ლისიჩკები" ჰიტად იქცა არა მარტო თბილისში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ავტორიტეტულმა მოდურმა ჟურნალმა Vogue-მა ქართველი დიზაინერის სათვალე წლევანდელი შემოდგომის საუკეთესო ტრენდების ჩამონათვალში შეიტანა. ამ სათვალეს ატარებენ სარა ბატალია, რიანა, დები კარდაშიანები, პამელა ანდერსონი და სხვა.

გიორგი ქებურია თვითნასწავლი დიზაინერია. ის 1990 წელს დაიბადა თბილისში. 2010 წელს თავისი პირველი მხიარული, სიურრეალისტური კოლექცია შექმნა და თბილისის მოდის კვირეულზე შეამჩნიეს, სადაც „საუკეთესო დამწყები დიზაინერის" ჯილდო მიიღო.

 

ყველა ახალი ამბავი
0