მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე დაუკრავს

© photo: Lisa Batiashvili / FBლიზა ბათიაშვილი
ლიზა ბათიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარმატებული მევიოლინე საზეიმო საღამოს სოლისტი იქნება

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე სტოკჰოლმში ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი დაუკრავს, აღნიშნულია პრესტიჟული პრემიის ვებ-გვერდზე განთასებულ განცხადებაში.

საერთაშორისო მასშტაბის ვარსკვლავი კონცერტზე სოლისტის სახით მიიწვიეს, ის მონაწილეობას მიიღებს სამეფო ფილარმონიის ორკესტრთან ერთად.

ლიზა ბათიაშვილი - Sputnik საქართველო
ლიზა ბათიაშვილი „კარნეგი–ჰოლში" გამოვა

ორკესტრს ამერიკელი კარინა კანელაკისისი უდირიჟორებს. ის პირველი ქალი დირიჟორი იქნება, რომელიც ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე გამოვა.

კონცერტი 8 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიმართება. მუსიკალური პროგრამის დეტალები მოგვიანებით — მაისში გახდება ცნობილი. მაშინ დაიწყება კონცერტის ბილეთების გაყიდვაც.

ლიზა ბათიაშვილი ოჯახთან ერთად გერმანიაში 1991 წელს გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჰამბურგის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში (Hochschule fur Musik und Theater Hamburg) სწავლობდა. 2001 წელს ჩაწერა პირველი ალბომი იოჰან სებასტიან ბახის, ფრანც შუბერტის და იოჰანეს ბრამსის ნაწარმოებებით.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ბათიაშვილისთვის დაიწერა მანგუს ლინდბერგის კონცერტი ვიოლინოსთვის, რომელიც მან პირველად 2006 წელს შვედეთსა და აშშ-ში შეასრულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0