13:45 18 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8521
  • 100 RUB3.9193
  • USD2.4602
ერთ-ერთი კინოთეატრის სალაროები

თბილისური კინოუიკენდი: პრემიერები და საინტერესო ფილმები

© Sputnik / Alexander Imedashvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის კინოაფიშა (73)
58 0 0

ახალი ლარა კროფტი, დაღლილი დედიკოების გიჟური თავგადასავალი და საოცარი „ლედი ბერდი“ - „Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ ცხელ-ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ

15 მარტიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები იმართება:

„ტომბ რაიდერი“ (Tomb Raider) — რეჟისორ როარ უტჰაუგის ამერიკული სათავგადასავლო ბოევიკი. ლარა კროფტის როლს ალისია ვიკანდერი ასრულებს. ფილმი მოგვითხრობს ლარა კროფტზე — თავგადასავლების მაძიებლის ძლიერ და დამოუკიდებელ ქალიშვილზე, რომელიც მაშინ დაიკარგა, როდესაც ლარა ჯერ კიდევ მოზარდი იყო. ახლა ლარა 21 წლისაა, მუშაობს კურიერად და ლონდონის ქუჩებში მოტოციკლეტით დადის. ლარა უარს აცხადებს უხელმძღვანელოს მამამისის იმპერიას, რადგან დამოუკიდებელი ცხოვრება სურს და ასევე იმიტომ, რომ მისი სიკვდილის არ სჯერა. მამამისი 7 წელია არ ჩანს და ლარას მისი გაუჩინარების ნამდვილი მიზეზების დადგენა სურს. ამისათვის ის მის ბოლო ადგილსამყოფელში მიდის — ეს არის მითიური კუნძული იაპონიის სანაპიროსთან, სადაც ლეგენდარული სამარხი უნდა იყოს.

„ძალიან ცუდი დედიკოები“ (Fun Mom Dinner) — რეჟისორ ალეტეა ჯონსის ამერიკული კომედია. სიუჟეტის ცენტრშია ოთხი მეოჯახე ქალი, დედიკოები, რომლებსაც მხოლოდ ის აერთიანებს, რომ მათი შვილები ერთსა და იმავე მოსამზადებელ კლასში დადიან. ისინი ერთ-ერთ წვეულებაზე შეხვდებიან. როდესაც მხიარულება უცნაურ ფომებს მიიღებს, ქალები აღმოაჩენენ, რომ მათ შორის ბევრად მეტი რამაა საერთო, ვიდრე მხოლოდ ცოლისა და დედის სტატუსი. როლებში: კეტრინ ასელტონი, ტონი კოლეტი, ლი დანჰემი და ბრიჯიტ ევერეტი.

„ლედი ბერდი“ (Lady Bird) — გრეტა გერვიგის ამერიკული ტრაგიკომედიული ფილმი. მთავარ როლში სირშა რონანი. ფილმის მთავარი გმირი 17 წლის კრისტინა მაკფერსონია. გოგონას ურჩევნია, რომ მას ლედი ბერდი უწოდონ. ის კონსერვატიულ კათოლიკურ სკოლაში სწავლობს და ამასთან ერთად მას ძლერი და თავისებური ხასიათი გააჩნია. ის ცხოვრობს საკრამენტოში, ხშირად ჩხუბობს დედასთან და ამ გადაკარგული ადგილიდან წასვლაზე და ნიუ-იორკის პრესტიჟულ კოლეჯში ჩაბარებაზე ოცნებობს. ამ ყველაფრის გაკეთებას ის თავისი ნახევარძმის დახმარებით გეგმავს. ფილმმა „ოქროს გლობუსის“ ორი პრემია დაიმსახურა — „საუკეთესო ფილმი — კომედია ან მიუზიკლი“ და „ქალის საუკეთესო როლი — კომედია ან მიუზიკლი“ (სირშა რონანი).

გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა ეროტიკული ფრანგულ-ბელგიური ტრილერი „ევა“ (Eva) იზაბელ იუპერთან და გასპარ ულიელთან მთავარ როლებში, საოჯახო მეცნიერულ-ფანტასტიკური ფილმი „დროის ნაპრალი“ (A Wrinkle in Time), ამერიკული სამხედრო დრამატული ფილმი „12 მეომარი“ (12 Strong) და ამერიკულ-ბრიტანული ტრილერი „მგზავრი“ (The Commuter) ვერა ფარმიგათი და ლიამ ნისონით მთავარ როლებში.

თბილისის ეკრანებზე დაბრუნდა გილერმო დელ ტოროს ფილმი „წყლის ფორმა“, რომელმაც „ოსკარის“ პრემია „წლის საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში მიიღო.

ასევე კინოთეატრებშია — ამერიკული ტრილერი ჯაშუშებზე „წითელი ბეღურა“, ამერიკული დრამატული ტრილერი „ფსკერზე“, ბოევიკი „ძარცვა შტორმში“, რეჟისორ მარიამ ხაჭვანის სრულმეტრაჟიანი სადებიუტო მხატვრული ფილმი „დედე“, კომედია „დამპლური თამაშები“ (Game Night), ამერიკული მხატვრული ფილმი „შავი პანტერა“, სპილბერგის ტრილერი „ვაშინგტონ პოსტი საიდუმლო მასალები“ (The Post) მერილ სტრიპით და ტომ ჰენქსით მთავარ როლებში, რეჟისორ ჯეიმს ფოულის ამერიკული დრამატული ფილმი „თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი“ (Fifty Shades Freed), რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ქართული მხატვრული ფილმი „ექვთიმე ღვთისკაცი“ და გია კაჭარავას კომედია „დაბოლილი ნასოსი — მაიტა ნასოსი 2“.

მულტფილმი ბავშვებისთვის: ანიმაციური ფილმი „გნომობანა“ (Gnome Alone), ბრიტანულ-ფრანგული ოჯახური კომედიური ფილმი „პადინგტონის თავგადასავალი 2“ და „წყალქვეშა საძმო შვიდფეხას თავგადასავალი“.

 

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!


თემები:
თბილისის კინოაფიშა (73)

მთავარი თემები